საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი თითქმის 83%-ით გაიზარდა
ელექტრომობილების იმპორტი თითქმის 83%-ით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-აგვისტოში საქართველოში 5 216 ერთეული (88.760 მლნ აშშ დოლარი) ელექტრომანქანა შემოვიდა, მაშინ როცა წინა წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 2 851 ერთეული (53.892 მლნ აშშ დოლარის).
აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემების მიხედვით, წელს ერთი ელექტრომობილის საშუალო თვითღირებულება შემცირებულია. კერძოდ, 2025 წლის იანვარ-აგვისტოს საშუალო მონაცემებით ერთეულის ღირებულება 17 ათას აშშ დოლარამდე იყო, წინა წლის იგივე პერიოდში 19 ათას დოლარამდე.
[შენიშვნა: ფასი დაანგარიშებულია თანხისა და ერთეულის საშუალო მაჩვენებლებით, შესაბამისად, ბრენდის, მოდელისა და წლოვანების მიხედვით, ინდივიდუალურად ღირებულება შესაძლოა, მეტი ან ნაკლები იყოს]
სტატისტიკის მიხედვით, წელს ყველაზე მეტი ელექტროავტომობილი შემოვიდა აშშ-დან, რომელზეც მთლიანი იმპორტის 73% მოდის.
უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ელექტრომობილების იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასეთია:
• აშშ - 3 797 ერთეული (55.341 მლნ აშშ დოლარი);
• ჩინეთი - 655 ერთეული (15.057 მლნ აშშ დოლარი);
• იაპონია - 459 ერთეული (2.944 მლნ აშშ დოლარი);
• გერმანია - 117 ერთეული (9.589 მლნ აშშ დოლარი);
• კანადა - 63 ერთეული (884.3 ათასი აშშ დოლარი).
წყარო - bpn.ge