საქართველო, ბათუმი–სარფის მაგისტრალი, აზიის განვითარების ბანკი
Aa
Aa

ბათუმი–სარფის გზის მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკმა სესხი დაამტკიცა

საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურისა და რეგიონული სახმელეთო კავშირების გაუმჯობესების ხელშესაწყობად, აზიის განვითარების ბანკმა, 360 მილიონი აშშ დოლარის სესხი დამტკიცა. აღნიშნული თანხით, ბათუმი–სარფის გზის მშენებლობა დაფინანსდება.

ბათუმის შემოვლითი გზა, რომელიც საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილია, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული კიდევ ერთი პროექტია. დაფინანსება ბათუმიდან სარფამდე მიმავალი ახალი, კლიმატგამძლე გზის მშენებლობას უზრუნველყოფს. ეს უკანასკნელი საქართველო თურქეთის დამაკავშირებელი, საქართველოს აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალის ბოლო მნიშვნელოვანი მონაკვეთია.

„11-კილომეტრიანი გზა, რომელიც ბათუმის შემოვლით გზას დააკავშირებს საქართველო-თურქეთის სასაზღვრო პუნქტთან სარფში, აშენდება ტრანსევროპული ავტობანის სტანდარტების მიხედვით. გზის ახალი, შიდა მარშრუტი თავიდან აიცილებს კლიმატის რისკებს.

პროექტის დიზაინი ასევე მოიცავს ფერდობების გამაგრებასა და კლდის ჩამოშლისგან დაცვას, გაუმჯობესებულ სანიაღვრე სისტემასა და ეროზიის კონტროლს, ასევე შავი ზღვის სანაპიროს 500-მეტრიან მონაკვეთზე ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურის გამართვას.

პროექტი დაეხმარება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გზების აქტივების მართვის სისტემების მოდერნიზებაში, ხელს შეუწყობს დაბალი ნახშირბადის პოლიტიკაზე გადასვლას და საგზაო უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებას“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები