იუთუბერი, დოჯი, დოჯი ჩელენჯერი, ჩელენჯერი
Aa
Aa

ექსკურსიის დროს, ბიჭმა მოულოდნელად უნიკალური 1971 წლის Dodge Challenger-ი აღმოაჩინა

ექსკურსიის დროს მრავალი უცნაური ნივთისა თუ ადგილის აღმოჩენა შეიძლება, თუმცა ალბათ ძალიან იშვიათად ისეთ რელიკვიას გადააწყდე, როგორიც ეს ავტომობილია. ერთ-ერთი ამერიკელი სწორედ ექსკურსიის დროს ძალიან უცნაურ ნივთს გადააწყდა - ეს უცნაური ნივთი კი, 1971 წლის Dodge Challenger-ის უნივერსალი აღმოჩნდა.

შესაძლოა ეს წარმოუდგენლად ჩანდეს, თუმცა ეს ავტომობილი არც Dodge-ის მიერ აწყობილ და წარმოებულ მოდელს ჰგავს. როგორც ირკვევა, ეს უცნაური ავტომობილი გარკვეული დროის განმავლობაში ღია ცის ქვეშ იყო დარჩენილი. ამაზე კი, მანქანის საერთო მდგომარეობა და მასზე დაგროვებული ჭუჭყი მეტყველებს.

ამჟამინდელი მფლობელის ინფორმაციით, 1971 წლის Dodge Challenger-ი 1973 წელს მოდიფიცირდა - მას შემდეგ, რაც მისი პირველი მესაკუთრე ამ მანქანით ავარიაში მოჰყვა. თუმცა მანქანის შეკეთების გარდა, მფლობელმა გადაწყვიტა, Dodge თითქმის სრულად შეეცვალა. შედეგად კი, ახლა ეს მანქანა ფრანკენშტეინის ქმნილებას უფრო ჰგავს.

თუმცა, სამუშაოს შესრულების ხარისხი მართლა არ დაიწუნება. საბოლოო შედეგი რადიკალურად განსხვავდება Dodge-ის ქარხნული ვერსიისგან. ქარხნის დატოვების დროს, ავტომობილი წითელი ფერის იყო და თეთრი ზოლი დაყვებოდა. პირველი მფლობელისგან ის უკვე ამჟამინდელი მესაკუთრის მამამ იყიდა.

„ჩელენჯერი“, წითლის ნაცვლად, ახლა Plum Crazy-ის ფერშია შეღებილი. ასევე თეთრი ზოლითა და თეთრი ინტერიერით. კაპოტის ქვეშ კი, კვლავ ოთხლულიანი კარბურატორიანი 383 კუბური ინჩის V8 ძრავაა ჩადგმული, რომელიც ავტომატურ გადაცემათა კოლოფს უკავშირდება. სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის ავტომობილი გამართულად არ მუშაობს, თუმცა მფლობელი ამის გამოსწორებაზეც მუშაობს.

მსგავსი სიახლეები