რატომ თქვა Xzibit-მა უარი Pimp My Ride-ში დაბრუნებაზე?
2000-იანი წლების პოპულარული გადაცემის, Pimp My Ride-ის წამყვანმა, Xzibit-მა შოუს დატოვების მიზეზებზე ისაუბრა და ისიც გაამხილა, თუ რატომ არ უცდია გადაცემაში დაბრუნება. ცნობისთვის, შოუ MTV-ზე 2004 წელს გამოჩნდა და 2007 წლამდე გადიოდა.
ექვსი სეზონისა და 70-ზე მეტი ეპიზოდის შემდეგ, გადაცემა, რომელიც მანქანების უცნაური მოდიფიცირებით იყო ცნობილი, დაიხურა. Pimp My Ride ეკრანებიდან სამუდამოდ გაქრა, თუმცა ყოფილმა წამყვანმა Xzibit-მა ამის მიზეზებზე მხოლოდ ახლა ისაუბრა.
Metro-სთან ინტერვიუში რეპერმა და ტელევარსკვლავმა განაცხადა, რომ Pimp My Ride-მა მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და ის, „გლობალურ ბრენდად“ აქცია. თუმცა ექვსი სეზონის შემდეგ მან შოუს დატოვება გადაწყვიტა. როდესაც მიზეზები ჰკითხეს, მხოლოდ უპასუხა, რომ „ყველაფერი მობეზრდა“ და მიხვდა, რომ უკვე წასვლის დრო იყო.
„ჩვენი პარტნიორობა დასრულდა, რადგან კონტრაქტის ვადა ამოიწურა და მისი განახლება აღარ მინდოდა“, - განმარტა მან. თუმცა ამბავი ამით არ დასრულებულა. რეპერმა გუნდს თავისი გეგმები გაუმხილა და ტურნესთვის მზადება დაიწყო.
გაფრენამდე ცოტა ხნით ადრე, ხელმძღვანელები კიდევ ერთხელ დაუკავშირდნენ და ჰკითხეს, გადაიღებდა თუ არა ბოლო ეპიზოდს - სპეციალურ სარეკლამო შოუს, რომელიც Fantastic Four-ის გამოსვლას უკავშირდებოდა. Xzibit-მა უპასუხა, რომ აშშ-დან გაფრენისთვის ემზადებოდა, რის გამოც კერძო თვითმფრინავით გადაყვანაც კი შესთავაზეს.
„მე ვუთხარი: მომეცით მილიონი დოლარი და მე ამას გავაკეთებ. მათ მიპასუხეს, რომ ეს ბიუჯეტში არ შედიოდა“, - იხსენებს რეპერი. პასუხით უკმაყოფილო Xzibit-მა კი, მონაწილეობაზე უარი განაცხადა.