Cybertruck-ის გზიდან 180 მეტრზე გადავარდა და უკან დასაბრუნებლად ამწე დასჭირდა
კვირის დასაწყისში, კალიფორნიაში, დრამატული სამაშველო ოპერაციის მომსწრენი გავხდით. მაშველებს გზიდან გადასვლის შემდეგ ხევიდან Tesla Cybertruck-ის ამწით ამოყვანა მოუხდათ. ფუტურისტული პიკაპი, რომელიც თავისი არატრადიციული დიზაინითაა ცნობილი, ხევიდან ამოყვანის შემდეგ გზებზე დაბრუნების იმედს აღარ ტოვებდა.
როგორც ცნობილია, Tesla-ს მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და გზიდან გადავიდა. დეტალები მომხდართან დაკავშირებით მწირია, თუმცა შედეგი სახეზეა. მანქანა შემთხვევის ადგილიდან 180 მეტრის მოშორებით აღმოჩნდა ისეთ ადგილას, რომ ფიზიკურად უკან ამოსვლა შეუძლებელი იყო.
VVNG-ის ცნობით, ღამით სამაშველო სამუშაოების წარმართვა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ამის გამო, სამსახურის წარმომადგენლებს მოუხდათ Cybertruck-ი ადგილზე დაეტოვებინათ და სამუშაოები მხოლოდ გამთენიისას დაეწყოთ. თუმცა საქმე გართულდა და მაშველებს, Cybertruck-ის ამოსაყვანად ადგილობრივი საბუქსირო კომპანია Armada Towing-ის გამოძახება დასჭირდათ.
View this post on Instagram
Armada Towing-ის მიერ სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, რომ Cybertruck-ის ხევიდან ამოყვანა მარტივი საქმე არ ყოფილა. ძარაზე გამძლე თოკებს შემოხვევის შემდეგ, საბუქსირე მანქანაზე მიმაგრებულმა ამწემ ელექტრომობილი ნელ-ნელა დაძრა ადგილიდან.
მიუხედავად იმისა, რომ Cybertruck-ის მყარი უჟანგავი ფოლადის ძარამ, როგორც ჩანს, შეჯახებას საკმაოდ კარგად გაუძლო, ელექტრომობილს მაინც მნიშვნელოვანი დაზიანებები მიადგა. მათ შორის მოტეხილია ორი ბორბალი, ხოლო უსაფრთხოების ბალიშები გახსნილი. მძღოლის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია, თუმცა როგორც ამბობენ მან ღიად დარჩენილი მარცხენა უკანა მგზავრის კარიდან გადმოსვლა შეძლო.