Porsche დამცავ ღობეს გადააფრინდა | Carrera Cup-ის ავარიამ ოლივერ ბირმანის ინციდენტი გადაფარა
კვირას გამართული იაპონიის გრან-პრიდან განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად Haas-ის პილოტის, ოლივერ ბერმანის ინციენტი იქცა. ბრიტანელმა მრბოლელმა ტრასაზე კონტროლი დაკარგა და „სუზუკას“ ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ მონაკვეთზე ბალახზე გადავიდა, რათა ნელა მოძრავ Alpine-ის პილოტ ფრანკო კოლაპინტოსთან შეჯახებისთვის თავი აერიდებინა. ინციდენტმა კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა F1-ის ისედაც საკამათო, ახალი რეგულაციების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
This is why the Japanese Grand Prix is slightly delayed. I can't believe that a Porsche got over the catchfence!#F1 | #JapaneseGP pic.twitter.com/OC5xaeHnVZ
— Ryan Erik King (@RyanErikKing) March 29, 2026
თუმცა, სანახაობრივად და დრამის თვალსაზრისითაც, ეს ალბათ გასული შაბათ-კვირის ყველაზე „შთამბეჭდავი“ ავარია არ ყოფილა. Porsche Carrera Cup Japan-ის რბოლის დროს, მანქანა იმდენად სანახაობრივად ამოტრიალდა, რომ მაღალი დამცავი ღობეც გადალახა, რომელიც სპეციალურად ავტომობილების უსაფრთხოდ, სარბოლო ტრასის საზღვრებში მოქცევისთვისაა შექმნილი.
ინციდენტი, რომელსაც ვიდეოზე თავადაც ხედავთ, მოხდა მაშინ, როდესაც CREF Motor Sport-ის მრბოლელი მასა ტაგა და NRG გუნდის მრბოლელი, ფსევდონიმით „ჰირო“, სუზუკას ძალიან მოკლე, მე-11 მოსახვევის გასასვლელში გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ. ჰირო მოსახვევის შიდა ნაწილიდან გარე მიმართულებით გადავიდა, ტაგა კი პირიქით მოიქცა, რაც შეჯახების მიზეზად იქცა.

შეჯახების კუთხემ და სიჩქარემ ტაგას ავტომობილი ჰაერში აისროლა. მანქანა საბურავებით ჯერ მოაჯირებს შეეჯახა, შემდეგ კი ავტომობილი კიდევ უფრო მაღლა აფრინდა და ღობეზე გადავარდა. საბედნიეროდ, ბალახის გროვამ მანქანა ღობის უკან მდებარე ტრიბუნამდე შეაჩერა, თუმცა ავარიის კადრებში ჩანს, თუ როგორ გარბიან მაყურებლები მოშორებით, უსაფრთხო ადგილას.
საბედნიეროდ, ტაგაც და ჰიროც სერიოზულ დაზიანებებს გადაურჩნენ. ამ ავარიის გამო იაპონიის გრან-პრის დაწყება 10 წუთით გადაიდო, რა დროსაც დაზიანებული ღობის შეკეთება მოახერხეს.