იუთუბერებმა დიდი ხნის მივიწყებული 1970 წლის Ford F-100 გააცოცხლეს
კლასიკური ავტომობილების გაცოცხლების ისტორიებში ხშირად მთავარი არა მხოლოდ რესტავრაცია, არამედ ის ემოციური კავშირია, რომელიც მფლობელსა და მანქანას შორის არსებობს. ეს სწორედ ასეთი შემთხვევაა — 1970 წლის Ford F-100, 12-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ გზებზე დაბრუნდა.
ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ღარიბმა ფერმერმა ბიჭმა „ფორდის“ იმპერია?
მართალია, ზოგიერთი რესტავრაცია მხოლოდ კამერის წინ გათამაშებული სცენარია, თუმცა ეს ისტორია ნამდვილ შრომასა და ემოციებს ეფუძნება. 1970 წლის Ford F-100, რომელიც თავის დროზე მხოლოდ 1500 დოლარად იყო შეძენილი, 12 წლის განმავლობაში ფარეხში უძრავად იდგა და მტვრით იფარებოდა.
70-იანი წლების Ford F-100-ს არასდროს ზედმეტი რეკლამა ხალხის მოსახიბლად არასდროს სჭირდებოდა. მას იდეალური პროპორციები და ისეთი „ხასიათი“ აქვს, რომელიც გაჩერებულ მდგომარეობაშიც კი დიდებულად გამოიყურება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეგზემპლარის ძრავის განყოფილება დაზიანებული იყო, ხოლო საწვავის სისტემა — გამოუსადეგარი, სხვა ყველაფერი მაინც კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
„ურჩხულის“ გაღვიძება არც ისე მარტივი გამოდგა. პირველი მცდელობისას ძრავამ საწვავი უკან, შემშვები კოლექტორიდან გამოაფრქვია, რამაც სახელოსნოში ნამდვილი ქაოსი გამოიწვია. კარბურატორის გაწმენდისა და საწვავის ტუმბოს შეცვლის შემდეგ, F-100-მა ისეთი ხმა გამოსცა, როგორიც ნამდვილ Ford-ს შეეფერება: ხმამაღალი და სულ ოდნავ დაუმორჩილებელი.
ყველაზე შთამბეჭდავი კი მაინც ფინალი აღმოჩნდა. ძველმა საღებავმა პირვანდელი ბზინვარება დაიბრუნა, სალონი კი კვლავ ძველებურად მყუდრო გახდა — როდესაც მფლობელმა განახლებული ავტომობილი ნახა და მისი ძრავის ხმა გაიგონა, აშკარა იყო — მან არა მხოლოდ ძველი პიკაპი, არამედ თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილიც დაიბრუნა. სწორედ ეს არის Ford-ის პიკაპების მთავარი ხიბლი — მანქანებზე მეტად, ეს მოგონებების საცავია.