მერსედესი, მერსედეს ბენცი, მერსედეს სლ63, მერსედესი ესელი, მერსედეს სლ55, მერსედეს ბენცი ესელი, მერსედესი სლ
Aa
Aa

Mercedes-ი 4-ცილინდრიანი SL-ის წარმოებას წყვეტს, თუმცა მას უკეთესი ვერსიით ანაცვლებს

გავრცელებული, თუმცა ჯერ კიდევ დაუდასტურებელი ინფორმაციით, გერმანული ავტომწარმოებელი Mercedes-Benz-ი საბაზისო დონის SL-ში მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს. 2027 წლის განახლებებში, ავტომწარმოებელი ამჟამინდელ ოთხცილინდრიან ძრავას ექვსცილინდრიანი ვერსიით ჩაანაცვლებს.

Auto Motor Und Sport-ის ახალი რეპორტაჟის თანახმად, Mercedes-ი SL43-ისთვის განკუთვნილი M139 ძრავის წარმოებას შეწყვეტს. მიზეზი მარტივია — აღნიშნული ძრავა „ევრო 7“-ის გამონაბოლქვის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. სავარაუდოდ, გერმანული ავტომწარმოებელი მას M256 Evo-თი ჩაანაცვლებს — ეს უკანასკნელი 3-ლიტრიანი, ერთრიგა, 6-ცილინდრიანი mild-ჰიბრიდული ძრავაა, რომელსაც შიდა წრეებში AMG SL53-ის სახელით მოიხსენიებენ.

Mercedes-ის განახლებული ძრავა, სავარაუდოდ, 449 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რასაც 23 ცხენის ძალის ინტეგრირებული სტარტერ-გენერატორი დაემატება. სტანდარტულად SL53 სრულამძრავი სისტემით აღიჭურვება, განსხვავებით SL43-ისგან, რომელიც უკანამძრავი იყო.

გავრცელებული ინფორმაციითვე, Mercedes-ი V8 ძრავის ჩანაცვლებასაც გეგმავს, რომელიც SL55-სა და SL63-ისთვისაა განკუთვნილი. 4-ლიტრიანი ტვინტურბო ძრავის მუხლა ლილვი ურთიერთპერპენდიკულარულ სიბრტყეებში (ერთმანეთის მიმართ 90°-ით განლაგებული ბარბაცას ყელებით) აღარ იქნება და 180°-იანი განლაგებით შეიცვლება, შესაბამისად მუხლა ლილვი ერთ სიბრტყეში განთავსდება. ეს გაზრდის წარმადობას და, ამავდროულად, გამონაბოლქვზე გამკაცრებულ სტანდარტებსაც დააკმაყოფილებს.

ასევე დაგაინტერესებთ: Mercedes-ის დაბადება, ისტორია რომელმაც შეცვალა სამყარო 

SL55-ში აღნიშნული ძრავა 537 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო SL63-ში 650 ცხენის ძალამდე აღწევს. ამჟამინდელ 55-ში ძრავა 469 ცხენის ძალას, ხოლო 63-ში 577 ცხენის ძალას გვთავაზობს. ცნობისთვის, ანგარიშში მოცემული არაა კონკრეტული დეტალები SL63 S E Performance-ის პლაგინ-ჰიბრიდის შესახებ. ამ მოდელში V8 ძრავა, ელექტროძრავასთან ერთად, 805 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ახალი V8 ძრავა 880 ცხენის ძალას გადააჭარბებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები