ფორსაჟი, ფილმი, ჯენერალ მოტორსი, ნისან ჯითი-არი, ჰონდა ეს2000, მაზდა არიქს-7, ბიემვი ე65
Aa
Aa

ათი ფილმი, რომელთა გადაღებებზეც ყველაზე მეტი მანქანა განადგურდა

არსებობს ფილმები, რომლებმაც თავი არაერთი საინტერესო ავტომობილითა და მათი მონაწილეობით გადაღებული სცენებით დაგვამახსოვრეს. რა თქმა უნდა, ამ სცენებს „მსხვერპლის“ გარეშე არ ჩაუვლია და ათეულობით და ასეულობით ავტომობილიც კი შეეწირა. დღევანდელ სტატიაში ჩვენ იმ ფილმებსა წარმოგიდგენთ, რომელთა გადაღებებზეც ყველაზე მეტი მანქანა განადგურდა.

2 Fast 2 Furious – 130 მანქანა.

გასაკვირი არაა, რომ სიას ლეგენდარული „ფორსაჟით“ ვიწყებთ. კერძოდ კი, ამ ფილმის მეორე ნაწილიც, რომელსაც ჯამში 130 მანქანა შეეწირა. „ფორსაჟში“ რამდენიმე ღირსეულ ძრავას ვხვდებით, მათ შორისაა Mazda RX-7, R34 GT-R და Honda S2000, რომლებიც დასამახსოვრებელი სცენებისას შეუძლებელ ტრიუკებს ასრულებენ.

A Good Day to Die Hard – 132 მანქანა.

ფილმმა „კერკეტი კაკალი: კარგი დღე სიკვდილისათვის“ 132 ავტომობილი შეიწირა. ფილმის გადაღებისას განადგურებულ მოდელებს შორის იყო G-Wagen-ი, Unimog-ი და სპეციალურად დამზადებული სამხედრო პიკაპი, რომელიც უბრალოდ MRAP-ის სახელითაა ცნობილი. და ბოლოს, რა თქმა უნდა, რამდენიმე E65 BMW 7-იც.

The Junkman – 150 მანქანა.

The Junkman-ის რეჟისორი ჰალიკი ალბათ კინოისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტომოყვარულია. ჰალიკის ტრილოგია, რომელშიც დამატებით ორი ფილმი, მათ შორის Gone in 60 Seconds-იც შედის კი, ბევრი ავტომოყვარულის რჩეულ კინოსურათს შორისაა. The Junkman-ი განსაკუთრებით საინტერესო განადგურებული ავტომობილების რაოდენობით და იმ ფაქტითაა, რომ ჰალიკიმ ფილმისთვის საკუთარი ავტომობილების კოლექცია გამოიყენა.

Fast & Furious -190 მანქანა.

რა თქმა უნდა, ამ სიაში „ფორსაჟის“ მხოლოდ მეორე ნაწილი ვერ მოხვდებოდა. როგორც აღმოჩნდა პირველ სერიას უფრო მეტი, 190 რეალური ავტომობილი შეეწირა. თუმცა წესით, ფილმის გაქირავებიდან შემოსულმა თანხამ, ეს „ზარალი მარტივად ამოიღო“.

Furious 7 – 230

„ფორსაჟის“ შემქმნებელმა ჭკუა ვერც ფილმის შემდგომ სერიებში ისწავლეს და სიის გაგრძელებაც, ამის დასტურია. ფაქტია, რომ ეს ფილმი, რამდენიმეწუთიანი კადრების სახით ტვირთმზიდი თვითმფრინავიდან სრულად აწყობილ მანქანებს ისვრის. თანაც ნულოვანი კომპიუტერული გრაფიკით. „ყველა შოკირებული იყო, როდესაც გაიგეს, რომ თვითმფრინავიდან ნამდვილი მანქანები გადავყარეთ“, - განაცხადა ავტომობილების კოორდინატორმა დენის მაკკარტიმ TopGear.com-თან.

The Fast & the Furious: Tokyo Drift – 249 მანქანა.

ტოკიოს დრიფტის ცნობილი სცენები, რომლებიც ავტომობილების მასშტაბური შეჯახებებითაა სავსე, ყველას კარგად ახსოვს. განსაკუთრებულ ყურადღებას კი, იაპონიის დრიფტის სცენა იპყრობს. საერთო ჯამში, მხოლოდ ამ ნაწილს 249 ავტომობილი შეეწირა, თუმცა ამ ფილმში განადგურებული ავტომობილების რეკორდი, სულ სხვა სერიას ეკუთვნის.

Fast Five – 260 მანქანა.

„ფორსაჟის“ ფრენჩაიზის მეხუთე ნაწილი სერიალისთვის გარკვეულწილად გარდამტეხი აღმოჩნდა. ავტომობილებითა და მათი ჩართულობით გადაღებული სცენებით გადატვირთული ფილმებიდან სცენარი უფრო აშკარა ბლოკბასტერების/ძარცვის ფილოსოფიაზე გადავიდა. თუმცა ამას განადგურებული ავტომობილების რიცხვი არ შეუმცირებია.

The Matrix Reloaded – 300 მანქანა.

„მატრიცას“ მეორე ნაწილის გამოსვლისას, მაყურებელთა მთავარი ყურადღება დევნის სცენამ მიიპყრო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი იყო, რაც კი ოდესმე გადაღებულა. საინტერესოა, რომ ამ ფილმისთვის General Motors-მა არაერთი ავტომობილი გაიღო, რომლებიც მაშინვე განადგურდა.

Fast & Furious 6 – 350 მანქანა.

გასაკვირი არაა, რომ ფილმების სერია, რომელიც კალიფორნიის ქუჩის რბოლების კულტურიდან დაიწყო და ძარცვის, თვითმფრინავებიდან და ძალიან მაღალი შენობებიდან მანქანების გადაგდების შესახებ ფილმად გადაიქცა, ამ სიაში არაერთხელ შეგვხვდა. ეს უკანასკნელი კი რეკორდსმენია, რომლის კისერზეც 350 განადგურებული მანქანაა.

Transformers: Dark of the Moon – 532 მანქანა.

თუმცა ტრანსფორმერებმა „ფორსაჟის“ რეკორდი „მნიშვნელოვნად გააუმჯობესა“. როგორც ჩანს 2011 წლის დრამას კინომატოგრაფიის ისტორიაში ყველაზე მეტი ავტომობილიც შეეწირა. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა დაადასტურა, რომ ბეის საავტომობილო საბრძოლო ხელოვნების სამსახურში 532 ძრავამ მუშაობა სამუდამოდ შეწყვიტა.

მსგავსი სიახლეები