ენთუზიასტმა 240 კლასიკური Land Rover Defender-ი შეიძინა და ოქროს საბადოდ აქცია
Land Rover-ის გადაწყვეტილებამ, შეეწყვიტა კლასიკური Defender-ის წარმოება, ბევრი ენთუზიასტი ალბათ გული დაწყვიტა. თუმცა ჩარლზ ფორესტისთვის, რომელიც Twisted Automotive-ის მფლობელია, ეს წარმოუდგენლად დიდ საინვესტიციო შესაძლებლობად იქცა.
იმის ცოდნამ, რომ ლეგენდარული Defender-ის წარმოება შეწყდებოდა და სრულად ახალი მოდელით ჩანაცვლდებოდა, ფორესტს სარისკო გადაწყვეტილებისკენ უბიძგა. მან 240 ერთეული Defender-ი შეუკვეთა იმ იმედით, რომ შემდეგ დიდი ფასნამატით მათ გაყიდვასაც მოახერხებდა.
როდესაც Defender-ის წარმოების შეწყვეტა დაანონსდა, ფორესტს Land Rover-თან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა საკმარისი ფული 240 Defender-ის პირდაპირ შესაძენად არ ჰქონდა და ავტომწარმოებელთან შეთანხმებას მიაღწია, რომ ღირებულება მიწოდების დროს დაეფარა. გარდა ამისა, კომპანიისგან 147.8%-იანი შეღავათიც მიიღო და თითოეული მანქანისთვის დაახლოებით 30 600 აშშ დოლარი გადაიხადა. სულ 239 Defender-ი მიიღო, ჯამში 7.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების.
Twisted-ს ავტომობილების გადაყიდვა შეეძლო, თუმცა ამის ნაცვლად მათი მოდიფიცირება გადაწყვიტა. თითოეულის მოდიფიცირებას კი, როგორც ამბობს 1 500-მდე საათს ახარჯავს. თავდაპირველად, Twisted-ის მიერ მოდიფიცირებული Defender-ები 95 000-დან 122 000 აშშ დოლარმდე იყიდებოდა, თუმცა ახლა მათი ფასი 433 000-მდეც კია გაზრდილი.
„დეტალებისადმი ყურადღება და მაღალი დონის ოსტობა მანქანის ღირებულებას ამართლებს, თუმცა თავის დროზე მაინც დიდი რისკი იყო. მაგრამ, მანქანების ამ მარაგმა ჩვენს ბიზნესს უკანასკნელ ცხრა წელიწადში მნიშვნელოვნად ზრდის საშუალება მისცა“, - აცხადებს ფორესტი. მისივე თქმით, ახლა გაყიდვაში მხოლოდ 21 ან 22 Defender-ია დარჩენილი, რომელიც მომავალ მფლობელს ელოდება.