ახალი ძრავები, ახალი ტექნოლოგია: 2020 წლის Mercedes-Benz Vito
2019 წელს Mercedes-მა მისი საშუალო ზომის ვენი განაახლა. 2020 წელს კი მასში კიდევ რამდენიმე ცვლილების შეტანა გადაწყვიტა. 2020 წლის Vito-ს ექსტერიერის მცირედი განახლებები, ძრავების უფრო ფართო არჩევანი და უსაფრთხოების ახალი სისტემები აქვს.
ასევე, გერმანულმა ავტომწარმოებელმა eVito Tourer ელექტრო ვენის ბატარეაც გააძლიერა. ახლა ის ბოლომდე დამუხტულზე 420კმ-ს გავლას შეძლებს. ეს მაჩვენებელი ორჯერ და მეტჯერ მეტია, ვიდრე წინათ.
რა განახლებებია ექსტერიერსა და ინტერიერში?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2020 წლისთვის მხოლოდ მცირე განახლებებია. 2019 წელს Mercedes-მა დისკების და ფერების არჩევანი გააფართოვა.
2020 წლისთვის კი გერმანულმა ავტომწარმოებელმა ცხაურა შეცვალა. ინტერიერში გამოყენებული მატერია უფრო ხარისხიანია. მონაცემთა დაფის რამდენიმე დეტალიც ახალია.
Mercedes-ის ლოგო პირდაპირ ცხაურას შუაშია მოექცა. Premium მოდელის ლოგოს ხაზები ქრომისაა. სხვა მოდელებზე დამატებითი არჩევანია.
რომელი ძრავის არჩევაა შესაძლებელი?
უკანაწამყვან ვერსიებს ახლა 2.0-ლიტრიანი ტურბოდაბერვის ძრავა აქვს.
OM 654 ძრავა Vito Tourer-ში 2019 წელს გამოჩნდა. მოგვიანებით ამ ძრავას RWD ვერსიებშიც უნდა ველოდოთ.
ახალ ძრავას გამონაბოლქვის კონტროლის ახალი სისტემა აქვს. შესაძლოა, ის იმდენად დახვეწილი არ არის, რამდენადაც 2.0-ლიტრიანი TDI ძრავა 2020-2021 წლის Volkswagen Caddy-ში, მაგრამ უფრო ჩუმი და სწრაფია, ვიდრე 2.1-ლიტრიანი ძრავა, რომელსაც Vito ადრე იყენებდა.
- 2020 Mercedes Vito 114 CDI: 136 ცხენის ძალა, 330ნმ; 5.08 ლიტრი (ქალაქში) - 4.83 ლიტრი (ტრასაზე)
- 2020 Mercedes Vito 116 CDI: 163ცხენის ძალა, 380ნმ; 5.08 ლიტრი (ქალაქში) - 4.83 ლიტრი (ტრასაზე)
- 2020 Mercedes Vito 119 CDI: 190ცხენის ძალა, 440ნმ, 5 ლიტრი (ქალაქში) - 4.83 ლიტრი (ტრასაზე)
116 CDI-ს Mercedes-ის 9G-Tronic ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა. 9G-Tronic 9-სიჩქარიანი ავტომატიკაა. ახალ ძრავასთან ერთად Vito 13%-ით უფრო ეკონომიურია.
Vito საშუალო ზომის ვენების სეგმენტში ერთადერთია, რომელსაც, როგორც უკანაწამყვანი, ასევე წინაწამყვანი ვერსია აქვს. ძრავის ახალი ვერსია FWD მოდელსაც დაემატა.
წინაწამყვანი ვერსია ბაზრიდან 2019 წლის დასაწყისში გავიდა. ახლა კი 1.7-ლიტრიანი ტურბოდიზელის ძრავით დაბრუნდა.
- 2020 Mercedes Vito 110 CDI: 102 ცხენის ძალა, 270ნმ, 5.42 ლიტრი (ქალაქში) - 5.33 ლიტრი (ტრასაზე)
- 2020 Mercedes Vito 114 CDI: 136 ცხენის ძალა, 330ნმ, 5.42 ლიტრი (ქალაქში) - 5.33 ლიტრი (ტრასაზე)
ეს ძრავები ექსკლუზიურად 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა ხელმისაწვდომი.
რა განახლებები აქვს eVito ელექტრო ვენს?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, „მერსედესმა“ 2020 წლისთვის eVito Tourer-ის ბატარეა გააძლიერა და ახლა მას 420კმ-ს გავლა შეუძლია. ეს უფრო დიდი 100კვ/სთ-იანი ბატარეით მიიღწევა. ადრე Vito-ს მხოლოდ 148კმ-ს გავლა შეეძლო. ახალი, დიდი ზომის ბატარეა მხოლოდ Tourer ვერსიაზეა ხელმისაწვდომი. eVito-ს სხვა ვერსიების შემთხვევაში თქვენ ისევ დაბალი გამძლეობის ბატარეას მიიღებთ.
eVito Tourer-ს 10% - 80% -მდე დასამუხტად 45 წუთი სჭირდება. ის AC და DC დამუხტვითაა ხელმისაწვდომი.
რამდენია 2020 წლის Vito-ს მარგი დატვირთვა?
Mercedes-ის განცხადებით, მანქანის მაქსიმალური მარგი დატვირთვა 1,369 კილოგრამია.
რა ახალი ტექნოლოგიაა ხელმისაწვდომი 2020 წლის Vito-ზე?
Mercedes-მა არჩევითი უსაფრთხოების სისტემები დაამატა. საშუალო ზომის ვენის სეგმენტში უკანა ხედვის ციფრული სარკე პირველადაა.
ციფრული სარკე ისევე მოქმედებს, როგორც Jaguar Land Rover-ში, რაც იმას ნიშნავს, რომ ციფრული სარკე ჩვეულებრივი სარკეა, სანამ ღილაკს არ დააჭერთ და შემდეგ ის ეკრანად იქცევა.
მართალია, ამ სისტემასთან შეჩვევა არც თუ ისე ადვილია, მაგრამ უკეთ მუშაობს, ვიდრე Renault Maste-ისა და Vauxhall Combo-ს უკანა ხედვის კამერები.
საინფორმაციო-გასართობი სისტემაც განახლებულია. სალონში 7.0-ინჩიანი სენსორული ეკრანია. Apple CarPlay, Android Auto და DAB რადიო სტანდარტულია. Mercedes-Benz Pro Connect-იც ხელმისაწვდომია.
„მერსედესის“ Intelligent Light System (ILS) ახლა Vito-ზე LED მაშუქებითაა ხელმისაწვდომი. მაშუქები გზისთვის და გზაზე მოძრაობისთვის საჭირო განათებას თავად განსაზღვრავს.
რომელი უსაფრთხოების სისტემები დაემატა?
პირველად, Vito-ს Mercedes-ის Distronic კრუიზ კონტროლის სისტემა და Active Brake Assist-ი აქვს, რომელიც „მერსედესის“ საავარიო დამუხრუჭების სისტემის სახელია.
სხვა ძირითადი უსაფრთხოების სისტემებია:
- უხილავი წერტილის მონიტორინგი;
- ზოლში დარჩენის დამხმარე სისტემა;
- მძღოლის ყურადღების მონიტორინგი.
როდის გამოჩნდება Vito ბაზარზე და რა ეღირება?
ამ მანქანაზე ჯერ ყველა დეტალი ცნობილი არ არის. Vito ბაზარზე 2020 წლის მეორე ნაწილში გამოჩნდება. ამჟამინდელი მოდელის ფასი £26,322-დან იწყება. 2020 წლის მოდელი კი უფრო ძვირი ეღირება.