Maybach V12 Edition | წარმოუდგენელი სიმძლავრე 24-კარატიანი ოქროს დიზაინში
Mercedes-Maybach S-Class-ის სტანდარტული ვერსიებიც განსაკუთრებულია, თუმცა V12 Edition-ით განახლებულ ვერსიას, ეს მოდელი ახალ სიმაღლეებზე აჰყავს. თქვენ წინაზე „ულტრა-ლუქს“ კლასის ფლაგმანია, რომელიც 24-კარატიანი ოქროს აქცენტებითაა გაფორმებული.
კლასიკური Maybach Zeppelin-ის მოდელებით შთაგონებული V12 Edition-ი, Mercedes Maybach S 680-ის პლატფორმაზე შეიქმნა. ოფიციალურ განცხადებებში, ახალი ვერსია აღწერილია, როგორც „ავტომობილის სრულყოფილების მწვერვალი“. ექსკლუზიური სედანი ორფეროვანი ექსტერიერით გამოირჩევა - შავ მეტალისფერსა და Manufaktur-ის ზეთისხილისფერ მეტალისფერს აერთიანებს. ეს ორი ფერი კი, ვერცხლისფერი მეტალის ზოლითაა გაყოფილი.
Mercedes-ის თქმით, უნიკალური საღებავის სქემის შექმნას 10 სამუშაო დღეზე მეტი სჭირდება, რაც Maybach-ის სტანდარტულ ორფეროვან საღებავზე ორჯერ მეტია. თუმცა უნიკალური შტრიხები არც ამით სრულდება, რადგან მოდელს ზეთისხილისფერი მეტალისფერი დისკები, Maybach-ის ქრომირებული ლოგო და ოქროსფერი 12 სამკერდე ნიშანიც ემატება.
ინტერიერის მდიდრული სტილის შესაქმენლად კი, Manufaktur-ის ყავისფერი ტყავი და კაკლის ხის დეტალებია გამოყენებული, რომელიც საჭის კიდემდე ვრცელდება. მოდელის მფლობელები ასევე მიიღებენ შამპანურის ფლატეებს და გასაღებებისთვის ხელნაკეთ ყუთსაც.
როგორც სახელიდანაც მიხვდებოდით, ავტომობილი ტვინტურბო 6-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 603 ცხენის ძალას და 900 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ძრავიდან წამოსული სიმძლავრე კი, 9-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით ოთხივე ბორბალზე ნაწილდება. ეს 2 365 კგ-იან სედანს საშუალებას აძლევს 0-დან 100-მდე 4.5 წამში აჩქარდეს. ელექტრულად შეზღუდული მაქსიმალური სიჩქარე კი, 250 კმ/სთ-ია.
V12 Edition-ის წარმოება 50 ერთეულით შემოიფარგლება. მიწოდება შემოდგომაზე დაიწყება. Mercedes-ს ჯერ ფასი არ გაუსაჯაროებია, თუმცა განაცხადა, რომ V12 Edition-ი მხოლოდ „შერჩეულ ბაზრებზე“ იქნება გაშვებული.