ფორმულა 1, დანიელ რიკიარდო, ასტონ მარტინი, ასტონ მარტინი ვალკირი, ფორმულა 1-ის პილოტები
Aa
Aa

F1-ის სუპერვარსკვლავი, სულ რაღაც 160 კმ-ის გავლის შემდეგ, თავის Valkyrie-ს ყიდის

Aston Martin Valkyrie ალბათ, საჯარო გზებისთვის განკუთვნილ ავტომობილებს შორის, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოდელია. მაგრამ, როგორც ჩანს, „ფორმულა 1“-ის სუპერვარსკვლავი  ასე არ ფიქრობს, რადგან სულ რაღაც 160 კილომეტრის გავლის შემდეგ მისი გაყიდვა გადაწყვიტა.

F1-ის სუპერვარსკვლავი ყოფილი ავსტრალიელი მრბოლელი დანიელ რიკიარდოა. მისი Aston Martin Valkyrie აუქციონზე ოქტომბერში გამოჩნდება. საინტერესოა, რომ Valkyrie-სთან რიკიარდოს კავშირი უბრალოდ შეკვეთის ფორმის გაფორმებას სცდება. 2016 წელს, ჩემპიონატში Red Bull-ის სახელით ასპარეზობისას, რიკიარდო იმდროინდელი AM-RB 001-ის პრეზენტაციაშიც მონაწილეობდა.

თავისი Valkyrie-ს შესყიდვისას ავსტრალიელმა პილოტმა არჩევანი Dichoric Dawn-ის, ასევე Badger Blue-ს ფერის საღებავზე გააკეთა. ეს საღებავიც კი, საკმაოდ ძვირი, $40 500 ღირდა. რიკიარდოსთვის შექმნილი ავტომობილისთვის, Dichoric Dawn-ის შესაბამისი გრაფიკა, შავი ფერის გამომშვები მილები და სახურავისა და ძრავის საფარისთვის, პრიალა კარბონი აირჩა.

Valkyrie დამატებით მაგნიუმის $54 000-ის ღირებულების დისკებითაა აღჭურვილი, რომლებიც მქრქალი შავი ფერისაა და შავი სამუხრუჭე კალიპერების თავზეა განთავსებული. საერთო ჯამში, ამ ჰიპერქარს $191 000-ის ღირებულების მხოლოდ ოფციები აქვს და Valkyrie Ownership Experience Program-ის სერვისიც მოჰყვება. სერვისი ძალაში 2027 წლის აგვისტომდეა.

Aston Martin-ის წარმოუდგენელი მახასიათებლების მიუხედავად, რიკიარდოს მანქანა თითქმის არ გამოუყენებია. ავტომობილის ოდომეტრზე მხოლოდ 160 კილომეტრია მითითებული და ავტომობილსაც ეტყობა, რომ თითქმის ახალია. Broad Arrow Auctions-ი სუპერქარის $2.8-$3.3 მილიონად გაყიდვას ვარაუდობს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები