საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ₾157 მილიონის ჯარიმები დაიწერა
2025 წლის 8 თვის განმავლობაში ბიუჯეტში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმების აკრეფით 157 მილიონი ლარის შემოსავალი შევიდა.
დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 62.9 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 94.3 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.
შედარებისთვის, 2024 წლის ანალოგიური პერიოდის განმავლობაში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 151 მილიონი ლარი იყო, შესაბამისად ამ მიმართულებით დაწერილი საჯარიმო შემოსავლები წელს 6 მილიონი ლარით გაიზარდა.