„ჩემგან ამას არავინ მოელოდა“ | რიმაცისთვის უჩვეულო შენაძენი
როდესაც მათე რიმაცის სახელს იგებ, პირველი რაც შენს გონებაში მოდის ალბათ Rimac Nevera-ა, რეკორდსმენი ელექტრო ჰიპერქარი - წარმოუდგენელი წარმადობითა და შესაძლებლობებით. Rimac Group-ის დამფუძნებლისა და CEO-ს როლში კი, რიმაცს თავის კომპანია ახალ სიმაღლეებზე გადაჰყავს. სამყაროში, რომელშიც სიჩქარე და ტექნოლოგიები ერთმანეთს ერწყმის.
თუმცა ეს ისტორია არა ფუტურისტულ მოდელზე, არამედ ნოსტალგიაზეა. ამ წლის დასაწყისში, მათე რიმაცმა, ისე რომ არავისთვის არაფერი უთქვამს, თავის ავტოფარეხს Volkswagen Golf R32 შემატა. უფრო საინტერესო კი ის ფაქტია, რომ ეს მოდელი მან Aston Martin Valkyrie Spider-თან, Ferrari SF90 Stradale-თან და Pininfarina Battista-თან ერთად განათავსა.
შესაძლოა, ამ სუპერქარების შემდეგ, Golf-ის შეძენა ბევრს გაუკვირდეს, თუმცა რიმაცისთვის Volkswagen-ი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ავტომობილი. ის ერთგვარი დროის კაფსულაა, ამასთან ერთად კი, Golf R32 მისთვის ყოველდღიური ავტომობილია - მანქანა, რომელიც ყოველდღიურად მის სხვა მოდელებზე პრაქტიკულია. როგორც თავადაც აღნიშნავს, Golf-ი მისთვის ადრეულ დროებთან ასოცირდება, მაშინ როდესაც მანქანების მართვას „სუფთა და უბრალო ბედნიერება“ მოჰქონდა.
მაგრამ, რიმაცის კოლექციის საიდუმლო მაინც „ბალანსია“. სწორედ ის ფაქტი, რომ მის ავტოფარეხში ერთმანეთის გვერდიგვერდაა სუპერქარები და Volkswagen Golf R32. თუმცა მისი ნამდვილი სიყვარული მაინც BMW-ია - კერძოდ კი, BMW E30 M3. ამ მოდელს ინოვატორი თავის ახალგაზრდობაში გადაჰყას, იმ დროში, როდესაც თავადაც ერთ დღეს ავტომობილების შექმნაზე ოცნებობდა.
მოგვიანებით, რიმაცმა თავის გამომწერებს ახალი ავტომობილის შეძენის შესახებ შემდეგი ტექსტით აცნობა: „კი, ეს გასაღებია. მაგრამ არა, ეს Bugatti-ის გასაღები არაა, თუმცა ძალიან მიახლოებულია“. შემდეგ კი, ისიც გაამხილა, რომ 18-19 წლის ასაკში Golf-ი მისი ოცნების ავტომობილი იყო.