რა ბედი ეწია Lincoln Continental-ს, რომელშიც აშშ-ის ლიდერი ტრაგიკულად დაიღუპა?
საბედისწერო შემთხვევის შემდეგ, აშშ-ის ყოფილი ლიდერის ლიმუზინი, Lincoln Continental-ი, დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ავტომობილად რჩება. მისი ბედი შესაძლოა დღეს ბევრსაც აინტერესებდეს, თუმცა ნაკლებად წარმოსადგენია, რომ გამოიცნოთ, თუ რა დაემართა სინამდვილეში Lincoln-ს მკვლელობის შემდეგ.
1963 წლის 22 ნოემბრის პარასკევი ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ბნელ დღედ რჩება. ამ დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერი დალასში, Continental-ის ლიმუზინით მსვლელობის დროს, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. სწორედ ამ დროს შეიცვალა ისტორია სამუდამოდ. და რა ბედი ეწია Lincoln Continental-ს?

როგორც არაერთხელ აღინიშნა, ეს საბედისწერო მოდელი თითქმის ძირფესვიანად მოდიფიცირებული Lincoln Continental-ი იყო. მას მეორენაირად X-100-საც უწოდებდნენ. მკვლელობის შემდეგ, ლიმუზინი დანაშაულის ადგილად ჩაითვალა.
ეს ნიშნავდა, რომ მანქანა უნდა „დაეკავებინათ“ და საფუძვლიანად შეემოწმებინათ. ამ ყოველივეს შემდეგ კი, „X-100“ ვაშინგტონში დააბრუნეს. საიდუმლო სამსახურმა ჩათვალა, რომ ლიმუზინის ექსპლუატაციაში დაბრუნება უფრო ადვილი და იაფი იქნებოდა. შესაბამისად, ახალი მოდელი არ შეიძინეს და აღნიშნული ავტომობილის შეკეთება გადაწყვიტეს.

ასე ჩამოყალიბდა პროექტი D-2, რომლის ღირებულებამ 1964 წლისთვის დაახლოებით ნახევარ მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ახალი, დამატებითი ჯავშანი, ფიქსირებული სახურავი, ახალი საკომუნიკაციო მოწყობილობები და გაუმჯობესებული კომპონენტები - ეს ყველაფერი მოდიფიცირებულ ლიმუზინს ამშვენებდა და შემდგომ თაობებსაც უცვლელად ემსახურებოდა.
Lincoln Continental-ი ექსპლუატაციიდან საბოლოოდ 1977 წელს ამოიღე და ამჟამად მიჩიგანის შტატში, ჰენრი ფორდის მუზეუმში ინახება.