BMW შუაზე გადაჭრეს | რა ხდება სინამდვილეში BMW-ის შიგნით?
გერმანიაში BMW-ის ავტომობილი შუაზე გადაჭრეს, რათა ეჩვენებინათ თუ რა ხდება რეალურად მანქანის შიგნით. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა დაათვალიეროთ გერმანელების წარმოუდგენელი საინჟინრო შესაძლებლობები და თქვენივე თვალით იხილოთ ყველაფერი - ძრავითა და გაყვანილობიდან დაწყებული, კორპუსით დასრულებული.
ეს არა CGI ან რომელიმე კონცეპტუალური ავტომობილი, არამედ რეალური მანქანაა, რომელიც სხვა მასობრივი წარმოების მოდელების მსგავსადაა აწყობილი. შუაზე გაჭრილი BMW ყველა დაფარულ საიდუმლოს ავლენს. ვიდეო YouTube-ზე ერთ-ერთმა კრეატორმა, ოლექსანდრ შენიაკმა გამოიქვეყნა.
A BMW car sliced in half to showcase every detail of its inner engineering.
— Massimo (@Rainmaker1973) October 27, 2025
[???? Oleksandr Sheniak]pic.twitter.com/fuo9u6km3Z
BMW ამას Lehrschnittfahrzeug-ს უწოდებს - ე.წ. „სასწავლო მანქანას“. ეს მოდელები მუზეუმებსა და საინჟინრო სკოლებში, ბრენდის არქიტექტურის შესაფასებლად და შესასწავლად გამოიყენება. აქ ახლოდან შეგიძლიათ დაინახოთ ძრავის მკვებავი ჰაერის ნაკადები, დაფარული უსაფრთხოების ბალიშები, რომლებიც წამებში გასახსნელად მზადაა და ა.შ. „მტკივნეული საყურებელი იყო, მაგრამ აღმაფრთოვანებელი“, - დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა Instagram-ზე.

ეს არც პირველი ავტომობილია, რომელიც ამ მიზეზების გამო დაშალეს. BMW-ს ეს წარმოდგენა ისტორიული პრაქტიკის ნაწილია. თუმცა ამით ხშირად უბრალოდ ავტოენთუზიასტებიც კი „ერთობიან“. მათ შორის იყო Ross Creations-ი, „იუტუბერი“, რომელმაც ეს ორი მანქანა, რომელთაც ფოტოზე ხედავთ, გადაჭრა და წინა მხარეებით შეაერთა.

მაგრამ ეს ყველაფერი არაა. წარსულში უარესებიც გვინახავს. მათ შორისაა ეს „თავდაყირა“ დაყენებული Camaro-ს სარბოლო მოდელი, რომლისთვისაც ასევე სტანდარტული მოდელები დაიჭრა და შემდეგ შეერთდა. ამ პროექტმა შესაძლოა დიდად არ მოგხიბლოთ, თუმცა BMW-ს Lehrschnittfahrzeug-ი ამტკიცებს, რომ გენიალურობის საჩვენებლად ქაოსი საჭირო არ არის.