საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 345 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა | 2025 წლის 9 თვის სტატისტიკა
განახლებული ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2025 წლის პირველ ცხრა თვეში (იანვარი-სექტემბრის პერიოდში) საქართველოში რეგისტრირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობამ 4 480-ს მიაღწია. შედეგად, დაიღუპა 345 და დაშავდა 6 041 ადამიანი.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ყველაზე დიდი წილი (1 990 შემთხვევა) თბილისზე მოდის. დედაქალაქში, წლის პირველ ცხრა თვეში მომხდარ 1 990 ავარიას 73 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა - 2 329. რაც შეეხება რეგიონებს, თბილისის შემდეგ, შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა აჭარასა და იმერეთში ფიქსირდება. აჭარაში 499 ავტოსაგზაო ინციდენტს 46 ადამიანი, იმერეთში კი, 497 შემთხვევას 76 ადამიანი ემსხვერპლა.
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებიდან 4 829 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით მოხდა. ხოლო 1 385 შემთხვევა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა/შეჯახება ქვეით მოსიარულეზე, 748 კი, მოტოციკლეტის მონაწილეობით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებზე მოდის. ცნობისთვის, მხოლოდ წლის პირველ ცხრა თვეში, მოტოციკლეტის მონაწილეობით მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს, დაიღუპა 20 და დაშავდა 713 ადამიანი.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის 10 ყველაზე ხშირად გამომწვევი სავარაუდო მიზეზებს შორისაა: მოხვევის მანევრი (1 207 შემთხვევა), შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა (1 015), ქვეითის მიერ გადასასვლელით არასათანადო სარგებლობა (978), დისტანციის დაუცველობა (657), მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება (526).
შედეგად, მხოლოდ ბოლო სამ თვეში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რიცხვი 1 620-ითაა გაზრდილი. 2025 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, საქართველოში 2 860 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, გარდაცვლილთა რიცხვი 216-ს, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 3 816-ს უტოლდებოდა.