GM-ის საიდუმლო მოდელი | Pontiac Firebird-ი Ferrari-ის V12 ძრავით
General Motors-ის მეორე თაობის F-body-ის დუეტში - რომელიც 1970 წლის Chevy Camaro-სა და იმ დროს, GM-ის საკუთრებაში არსებულ Pontiac Firebird-ს მოიცავს - რთულია Ferrari-ს კლასიკური 250 GT SWB-ის გავლენა ვერ შეამჩნიო. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ დახურულ კარებს მიღმა GM-ის დიზაინერებმა საიდუმლო F-body-ის კონცეფციაც შექმნეს. სახელწოდებაში კი, F ნამდვილად Ferrari-ს აღნიშნავდა. ამ საიდუმლო მოდელის კაპოტქვეშ იტალიიდან ჩამოტანილი V12 ძრავა იდგა და არა Flint-ის პატარა ბლოკი.

ამ საიდუმლო მოდელს კი, Pegasus დაარქვეს და მისი ისტორია ჯერი პალმერით იწყება, Chevrolet-ის ახალგაზრდა დიზაინერით, რომელმაც მომავალი Camaro-სთვის ელეგანტური, უფრო ევროპული დიზაინის ელემენტები შექმნა. თავად ეს Camaro იმ პერიოდისთვის ახალ 1970 წლის კუპეზე იქნებოდა დაფუძნებული. დიზაინები GM-ის ლეგენდარული ხელმძღვანელის, ბილ მიტჩელის ხელში მოხვდა და ასე გაჩნდა Pontiac-ის შექმნის იდეაც.

1970 წლის Firebird-ის ქვეშ Ferrari 365 GTB/4 Daytona-ს ლეგენდარული V12 ძრავა ჩადგეს, რომელიც როგორც ჩანს GM-ის გუნდს თავად Ferrari-მ აჩუქა. 4.4-ლიტრიანი ძრავა, რომელიც GM-ის ინჟინრებმა Firebird-ის მაშუქებს შორის თბოსაიზოლაციო ტიხარის 230მმ-ით უკან გადაწევით მოათავსეს, 347 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. თავდაპირველად კომპანიის ინჟინრებმა Ferrari-ის აგრეგატის 3-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან შეწყვილება გადაწყვიტეს, თუმცა მალევე უკან დაიხიეს და მიხვდნენ, რომ ეს ძრავა 5-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან მუშაობისთვის იყო შექმნილი.

დღესდღეობით Pegasus შედარებით მარტივად მორგებად 365 GTC/4 V12 ძრავას და Ferrari-ის მექანიკურ გადაცემათა კოლოფს იყენებს. სამწუხაროდ, ქარხნული ოქროსფერი ზოლები ამოღებულია. თუმცა დიზაინის ძირითადი მახასიათებლები, რომელთაგან ზოგი 1970-იანი წლების Chevrolet-ებსა და Pontiac-ებზეც გვხვდება, დღემდე შენარჩუნებულია. Testa Rossa-სთან კავშირზე კი, ყველაზე აშკარა მინიშნება 250 Testa Rossa-ს სტილის ფრთაა, რომელიც მოგვიანებით, მიტჩელის ერთ-ერთი ავარიის შემდგომი შეკეთებისას მოიხსნა. არანაკლებ საინტერესოა Corvette-ის უკანა სამუხრუჭე დისკები და Real Borrani-ის დისკები.
როგორც ამბობენ, Pegasus-ს მიტჩელი 1977 წელს პენსიაზე გასვლის შემდეგაც მართავდა. ხოლო 1988 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, ამ მოდელმა GM-ის მემკვიდრეობის კოლექციაში გადაინაცვლა.