ჩინეთი, შეზღუდვები, ელექტრომობილები, ახალი კანონი
Aa
Aa

ახლა ჩინეთი გადაწყვეტს, რამდენ წამში შეძლებთ 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას

ელექტრომობილების ეპოქამ თანამედროვე ავტომობილებისთვის სიჩქარის მნიშვნელობა შეცვალა. ახლა სტანდარტული, საოჯახო ტიპის ავტომობილების კი ახერხებენ ისეთი სიმაღლეების მიღწევას, როგორიც ადრე მათთვის წარმოუდგენელი იყო. შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით კი, ჩინეთმა ახალი შემზღუდავი ზომების დაწესება გადაწყვიტა.

ეროვნული სტანდარტის შემოთავაზებული განახლების თანახმად, სამგზავრო ტიპის ყველა ავტომობილისთვის განისაზღვრება 5-წამიანი რეჟიმი, რომელიც მძღოლმა 0-დან 100 კმ/სთ-მდე განვითარებისთვის უნდა დაიცვას. ხუთ წამზე ნაკლები პერიოდის შემთხვევაში, მძღოლმა შესაბამისი პარამეტრი ხელით უნდა აირჩიოს.

ახალი წესდება, სახელწოდებით „გზებზე მოძრავი ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური სპეციფიკაციები“ უსაფრთხოების გეგმის ნაწილია, რომლითაც 2017 წლის ძველი სტანდარტის ჩანაცვლება განიხილება. როგორც გითხარით, ახალი კანონმდებლობით (რომელიც ჯერ მხოლოდ შეთავაზების სახითაა წარდგენილი), ავტომობილი უნდა დაიქოქოს ისეთ რეჟიმში, რომ 100კმ/სთ-იანი ნიშნულის მიღწევას სულ მცირე 5 წამი დასჭირდეს.

ე.წ. „ნელი დაქოქვის რეჟიმი“ პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით გაკონტროლდება, ელექტრომობილების უმეტესობაში არსებული Eco-რეჟიმის მსგავსად. მძღოლებს კვლავ შეეძლებათ უფრო სწრაფ პარამეტრზე გადართვა, თუმცა ეს მხოლოდ დაქოქვის შემდეგ მოხდება. თუმცა მათ მოუწევთ პროცესის გამეორება ყოველ ჯერზე, როდესაც მანქანას დაქოქავენ.

ცნობისთვის, მსგავსი წესი, რომელიც სიჩქარეზე შეზღუდვებს ამოწმებს მოქმედებს ევროპის რიგ ქვეყნებშიც, თუმცა ამ შემთხვევაში, ის მხოლოდ აფრთხილებს მძღოლებს. ჩინეთში კი მას ამკრძალავი ფუნქცია ექნება. დამტკიცების შემთხვევაში ის გავრცელდება ქვეყანაში მოძრავ ყველა ტიპის სამგზავრო ავტომობილზე, განურჩევლად მისი ძრავისა.

 

მსგავსი სიახლეები