"სასიკვდილო" გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, ამერიკა ქალი მანეკენების გამოყენებას ითხოვს
უსაფრთხოების ტესტირებებზე ახლა უკვე "ქალებიც დაიშვებიან". აშშ-ის სატრანსპორტო დეპარტამენტის მდივნის განცხადებით, აშშ-ში, უსაფრთხოების ტესტირებებში გაუმჯობესებულ, ქალი მანეკენების გამოყენებას დაიწყებენ. სავარაუდოდ, არასდროს გიფიქრიათ იმ ფაქტზე, რომ აქამდე ტესტირებებში მხოლოდ კაცი ვერსიის მანეკენებს იყენებდნენ. ეს კი, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მძღოლების დაახლოებით ნახევარი ქალია. ამის მიუხედავადაც, ამერიკული უსაფრთხოების ტესტირებები მხოლოდ მამაკაცის ანატომიას იყო მორგებული.

ხოლო "ქალის" ვერსიების გამოყენებისას, ისინი ხშირად უბრალოდ კაცის მანეკენების უფრო პატარა ვარიანტები იყო, რომელთაც საჭირო ბიოქიმიური განსხვავებები არ ჰქონდათ. სხვადასხვა ფედერალური ტესტირებების თანახმად, ეს მომცრო ზომის მანეკენები ძირითად შემთხვევებში მგზავრის სავარძლებში იყვნენ მოთავსებულნი, ხოლო მძღოლის ადგილი კაცებისთვის რჩებოდა.
ამ ყველაფრის ფონზე განსახილველია ოფიციალური მონაცემები: იდენტური ავარიებისას, რომლის დროსაც დატვირთვა თავის ნაწილზე მოდის, ქალები 73 პროცენტით უფრო ხშირად იღებენ მძიმე დაზიანებებს, ვიდრე მამაკაცები. ინციდენტის ფატალურად დასრულების ალბათობაც 17%-ით უფრო მაღალია ქალების შემთხვევაში, როდესაც ისინი მძღოლის ან მგზავრის წინა სავარძელში სხედან.

ახალი მანეკენები, რომლებიც ტიპური ქალის ზომებს და ანატომიას იმეორებენ, სავსეა სენსორებით და განახლებული ბიომექანიკით - ისინი ასახავენ ყველაფერს, დაწყებული პოზით, დასრულებული კუნთების გადანაწილებით. მას შეუძლია ძალებისა და დაზიანებების გაზომვა ისეთ ადგილებში, რომლებზეც ძველ ვერსიებში წარმოუდგენელი იყო, მათ შორის რბილი ქსოვილების დარტყმა, გულმკერდის დეტალური გადახრა და თავის ბრუნვის მოძრაობა, რაც უკეთ ასახავს იმას, თუ როგორ რეაგირებენ რეალური სხეულები რეალურ ავარიაში.
ეს იქნება სამომავლო მოთხოვნა მანეკენებისთვის - როგორც სქესის, ასევე თანამედროვე მანეკენების მხრივ - რომელიც ყველა უსაფრთხოების ტესტირებისთვის დაინერგება.