საქართველო, თბილისი, შეზღუდვები, გადაადგილებაზე შეზღუდვები
Aa
Aa

თბილისში საავტომობილო მოძრაობა დროებით იზღუდება

თბილისში, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, დროებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა რუსთაველის გამზირს შეეხება და 27 და 28 ნოემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს. კერძოდ, ამ პერიოდში, ავტომობილები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაადგილებას ვერ შეძლებენ. ცნობისთვის, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება, თუმცა ორივე მოედანზე ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება.

შეზღუდვის მოქმედების პერიოდში, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით იქნება შესაძლებელი. ხოლო ელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის რაიონის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა, ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩებით დაიშვება. 

"მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები