მატე რიმაცს ახალი იდეა აქვს და ის ჰიპერქარებს არ ეხება
თვრამეტი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მატე რიმაცმა თავისი ახალი საწარმო, Verne წარადგინა. სრულად ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი ბრენდი, რომელიც რობოტაქსის განვითარებაზეა ორიენტირებული. რიმაცის გეგმების შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს, თუმცა Rimac Group-ის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა დაინტერესებული პირებისთვის სიახლეები თავისი Instagram გვერდის საშუალებით ეცნობებინა.

Waymo-სა და Jaguar-ის მსგავსად, არსებული ავტომწარმოებლის გამოყენების ნაცვლად, Verne თვითმართვადი ელექტრომობილების განვითარებას ნულიდან იწყებს. ორკარიანი მოდელი კომპანიამ პირველად გასულ წელს წარადგინა. ეს უკანასკნელი ფართო სალონით გამოირჩევა, თუმცა აქ ტრადიციული მართვის საშუალებები, როგორებიცაა საჭე და თუნდაც სატერფულები, არ დაგხვდებათ.
რიმაცის თქმით, Verne-ს მსგავსი თვითმართვადი რობოტაქსიები ადამიანების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად შეცვლიან. ისინი მათ საშუალებას მისცემენ, რომ საცობში გატარებული დრო აინაზღაურონ - იქნება ეს ლეპტოპზე მუშაობით თუ გზაში შეხვედრაზე დასწრებით. პოტენციური სარგებელი ვრცელდება იმ პირებზეც, რომელთაც ავტომობილის მართვისას გარკვეული გამოწვევები აწყდებათ, მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობების პირებსა და ხანდაზმულებზე.

რიმაცის თქმით, Verne-ს რობოტაქსი უფრო მეტ სივრცესა და ფუნქციებს გვთავაზობს, ვიდრე ნებისმიერი მდიდარი ბიზნესმენი შეძლებს, რომ Rolls-Royce-ის საბარგულში იპოვოს. ხელსაწყოთა პანელზე დიდი ზომის ეკრანია განთავსებული, ხოლო სავარძლები, მეტი კომფორტისთვის, დახრილია.
View this post on Instagram
მიუხედავად იმისა, რომ Verne-სგან დიდი ხანია არაფერი გვსმენია, ის საკმაოდ დატვირთული ტემპით მუშაობს. ვიდეოში რიმაცი ათობით ფუნქციურ პროტოტიპსაც გვაჩვენებს, რომლებიც უკვე აწყობილია. რობოტაქსი თავდაპირველად ხორვატიის დედაქალაქში გაეშვება და ის უფრო იაფი იქნება, ვიდრე ტაქსიების არსებული სერვისები. ხორვატიაში წარმატების შემდეგ კი, მისი გაშვება უკვე ევროპისა და მსოფლიოს სხვა ბაზრებზე იგეგმება.