უბედური შემთხვევა, ავიაკატასტროფა, NASCAR, გრეგ ბიფლი
Aa
Aa

NASCAR-ის ყოფილი ჩემპიონი, გრეგ ბიფლი, ოჯახთან ერთად ავიაკატასტროფას ემსხვერპლა

NASCAR-ის ყოფილი ჩემპიონი, გრეგ ბიფლი, ცოლთან და ორ შვილთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ბიფლის კერძო თვითმფრინავში, რომელმაც კატასტროფა ჩრდილოეთ კაროლინას აეროპორტში დაშვებისას განიცადა, ოჯახთან ერთად კიდევ 3 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა. 

ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის განცხადებით, Cessna C500 სტეიტსვილის რეგიონული აეროპორტის მახლობლად დილით, 11-ის ნახევარზე ჩამოვარდა. აღნიშნულ აეროპორტს ხშირად იყენებენ NASCAR-ის გუნდები და Fortune 500-ში შემავალი კომპანიები.

WSOC-TV-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში მხოლოდ ცეცხლის ალში გახვეული თვითმფრინავი ჩანს, რომლისკენაც უსაფრთხოების ოფიცრები მირბიან. დაღუპულებს შორის არიან ბიფლი, მისი მეუღლე კრისტინა, მათი 14 წლის ქალიშვილი ემა, და 5 წლის ვაჟი რაიდერი. NASCAR-მა დაადასტურა, რომ დაიღუპა კრეგ ვადსვორთიც — NASCAR-ის წრეებში საკმაოდ დაფასებული პიროვნება, ისევე როგორც დენის დატონი და მისი ვაჟი, ჯეკი.  

„NASCAR განადგურებულია გრეგ ბიფლის, მისი მეუღლე კრისტინას, მათი შვილების, ემასა და რაიდერის, კრეგ ვადსვორთის, დენის დატონისა და ჯეკ დატონის ავიაკატასტროფაში დაღუპვის ამბით. გრეგი უფრო მეტი იყო, ვიდრე ჩემპიონი — ის NASCAR-ის საზოგადოებაში ყველასათვის საყვარელი პიროვნება, კარგი მეგობარი და კონკურენციაში დაუნდობელი ადამიანი იყო. მისმა სიყვარულმა რბოლის მიმართ და მონდომება, რომელსაც ის ფანებსა და კონკურენტებთან ურთიერთობაში დებდა, სპორტზე დიდი გავლენა მოახდინა", — ვკითხულობთ NASCAR-ის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები