ეს Rimac-ის უიშვიათესი ჰიპერქარია და მისი ყველა ეგზემპლარი უკვე გაიყიდა
ათი იღბლიანი ადამიანი, რომელთაც უცნობია თუ რამდენი გადაიხადეს Rimac Nevera R-ის Founder’s Edition-ის შესაძენად, მიიღებენ გაცილებით უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ ავტომობილს. ეს სუპერექსკლუზიური მოდელი, მათ საავტომობილო სამყაროში ახალ შესაძლებლობებს გაუხსნით და პირადად, მატე რიმაცთამაც კი დააკავშირებთ. მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისია.
როგორც თავად მატე რიმაცმაც აღნიშნა, ეს სუპერექსკლუზიური მოდელი, თავის ათ მფლობელს, სამყაროს სრულიად ახლებურად გამოცდის საშუალებას მისცემს. ისინი მიღებენ არა მხოლოდ შესანიშნავ ავტომობილს, არამედ უფრო სიღრმისეულ კავშირს, რაც Rimac-ს სხვა ყველაფრისგან განსხვავებულს ხდის.

Founder’s Edition-ის მფლობელებს კომპანიის ბარათები გადაეცემათ, რომლებიც მათ Bugatti Rimac-ის შტაბ-ბინაზე „პირდაპირ წვდომას“ მისცემს. ამას დამატებული პრიორიტეტული მოსაწვევები პროდუქტის მიმოხილვებსა და კომპანიის რეკორდულ რბოლებზე.
მფლობელებს ასევე საშუალება ექნებათ ავტომწარმოებელს მომავალ ავტომობილებზე თავიანთი მოსაზრებები გაუზიარონ და იდეებიც შესთავაზონ. ეს კი, ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ისინი მატე რიმაცთან ერთად, ავტომწარმოებლის სტრატეგიული გადაწყვეტილების დაგეგმვაშიც იქნებიან ჩართულნი.

ამასთან ერთად, Rimac-ი თითოეულ მომხმარებელს თავისი Nevera R-ს საკუთარი სურვილის შესაბამისად გადაკეთების უფლებას მისცემს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ მანქანას საბაზისო სპეციფიკაცია აქვს, ორფეროვანი სქემით, რომელიც მანქანის სტილითაა განსაზღვრული. შესაბამისად, მათი მოთხოვნები ჰიპერქარის სპეციფიკაციებს უნდა შეესაბამებოდეს.
მომხმარებლები ფერებს, მასალებსა და ინტერიერს მატე რიმაცთან და დიზაინის უფროსთან პირადი შეხვედრის დროს ირჩევენ. ავტომობილს ახალ მფლობელს დასრულების შემდეგ თავად რიმაცი გადასცემს, ის იქნება ჩართული Rimac-ის პროფესიონალური ტესტირების გუნდთან ერთად მფლობელის გადამზადებაშიც.

იმის მიუხედავად, რომ Nevera R ელექტრომობილია, ის დღეს ბაზარზე არსებულ სხვა არცერთ ავტომობილს არ ჰგავს. ჰიპერქარს ოთხი ელექტროძრავა ამუშავებს, რომლებიც კოლექტიურად 2 107 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ. ავტომობილი 0-დან 100-მდე სულ რაღაც 1.66 წმ-ში ჩქარდება და მაქსიმალურ სიჩქარეს 430 კმ/სთ-ზე აღწევს. ასე, რომ ალბათ აღარ იკითხავთ, თუ რაში სჭირდებათ მათ მფლობელებს „სპეციალური გადამზადებები“.