ახალი რეკორდი? | რა ხდის ამ Ferrari 250 GTO-ს განსაკუთრებულს?
იდეალურად მოვლილი და სრულად რესტავრირებული 1962 წლის Ferrari 250 GTO გასაყიდადაა გამოტანილი. Mecum-ის აუქციონის ვარსკვლავი, რომლის შეძენაც 6-დან 18 იანვრამდე პერიოდში იქნება შესაძლებელი, სავარაუდოდ $70-მილიონიან შეფასებას მიაღწევს.
ეს კონკრეტული მოდელი — შასის ნომრით 3729GT — Ferrari-ს იშვიათ "სპეციალურ თეთრ" ფერშია შეღებილი. ეს Ferrari უნიკალური მოდელია არა მარტო მისი ფერის, არამედ გამორჩეული სარბოლო ისტორიისა და იდეალური მდგომარეობის გამო. ეს მოდელი 1962-დან 1964 წლამდე იწარმოებოდა და მისი სულ 40-მდე ეგზემპლარი ვიხილეთ, სპეციალურად GT-ის საერთაშორისო ჩემპიონატისთვის.

Scaglietti-ს მიერ დამზადებული, თუმცა Ferrari-ში შემუშავებული ალუმინის კაპოტქვეშ 3-ლიტრიანი V12 Type 168/62 Comp-ის ძრავა იმალება, რომელიც დაახლოებით 300 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავა 5-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფს უკავშირდება და შორ მანძილზე რბოლებში გამძლეობისთვისაა შექმნილი.

3729GT შასის უნიკალურობა მისი კონფიგურაციიდან მოდის. ეს ერთადერთი Ferrari 250 GTO ბრიტანელ მრბოლელს და სარბოლო გუნდის მფლობელს, ჯონ კუმბს ეკუთვნოდა. კუმბს ეკუთვნის რამდენიმე ფუნქციური მოდიფიკაციაც, რომელიც დღემდე შემორჩა, მათ შორის მაშუქზე ჰაერის მესამე შემშვები და სალონის ვენტილაციის მილი, რომელიც დაკავშირებულია წინა მაშუქებთან.
ეს მოდელი მონაწილეობდა არერთ საერთაშორისო რბოლაში, მათ შორის ბრიტანულ და ევროპულ ძირითად ტრასებზე, ამასთან ერთად, 1962 და 1963 წლებში მან გუდვუდზე, RAC Tourist Trophy-ზე მეორე ადგილი დაიკავა.

სარბოლო კარიერის შემდეგ, ავტომობილს რამდენიმე ცნობილი მფლობელიც ჰყავდა. მათ შორის თავად ჯეკ სირსი, რომელიც მას თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში ფლობდა. 1999 წლიდან ის Jon Shirley Collection-ის ნაწილია. ამ პერიოდში მოდელს ქარხნული თეთრი ფერი დაუბრუნეს და რეგულარულად გამოიყენებოდა ისეთ პრესტიჟულ ღონისძიებებზე, როგორიცაა Pebble Beach Concours d’Elegance, Cavallino Classic და Goodwood Revival.