იაპონია, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები
Aa
Aa

ნახეთ, როგორ ასწავლიან იაპონიაში ბავშვებს საგზაო უსაფრთხოების წესებს | ვიდეო

იაპონიისგან გენიალურობებს დიდი ხანია, მიჩვეულები ვართ. თანამედროვე ტექნოლოგიები, ავტომშენებლობა, არქიტექტურა — ამომავალი მზის ქვეყანა თითოეული მათგანით ჩვენს გაოცებას მუდმივად ახერხებს, თუმცა ამჯერად ბავშვებისათვის საგზაო უსაფრთხოების წესების სწავლებაზე უნდა ვისაუბროთ.

როგორც ჩანს, იაპონიაში საავტომობილო და საფეხმავლო გზებზე გადაადგილების წესები ადრეული ასაკიდანვე ისწავლება. ასე ალბათ ბევრი სხვა ქვეყნის განათლების სისტემაც იქცევა, თუმცა სწავლებას ისე ბრუტალურად არც ერთი მათგანი არ უდგება, როგორც ამას აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფო აკეთებს — აქ მანეკენები პირდაპირ ბავშვების თვალწინ ილეწება! 

თუ სხვაგან ბავშვებს გზაზე უსაფრთხოდ გადასვლას საყვარელი ანიმაციური პერსონაჟები ასწავლიან, იაპონელები ნახვით სწავლების მეთოდს ეტრფიან. გავრცელებულ ვიდეოებში ვხედავთ ბავშვის ზომის მანეკენს, რომელიც გავრცელებულ სახიფათო სიტუაციებში გზას გაუფრთხილებლად კვეთს — მომავალი მანქანა დამუხრუჭებას ვერ ასწრებს და მაღალი სიჩქარით ეჯახება.

 

დასანახად ეს ყველაფერი არცთუ სასიამოვნოა, თუმცა, მაყურებელს, განსაკუთრებით კი მოზარდს, არასდროს დაავიწყდება. სხვა ვიდეოში მანეკენს კასკადიორი ანაცვლებს — აქ ბავშვებს აჩვენებენ, რა მალე შეიძლება გაუფრთხილებლობამ ტრაგედია გამოიწვიოს. თუ იფიქრებთ, რომ ასე ბავშვები შეიძლება შეშინდნენ, მიზანი სწორედ ესაა... 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები