უცნაური, შევროლეტი, შევროლეტი კორვეტი
Aa
Aa

$100 000-იანი Corvette-ის მფლობელმა სპორტქარი 2 500 საშობაო ნათურით მორთო

მასაჩუსეტში მცხოვრები მამაკაცი და მისი $100 000-ად შეფასებული Chevrolet Corvette-ის სპორტქარი სოციალური ქსელის ყურადღების ცენტრში მოექცა. საქმე საახალხლო განათებას ეხება. უფრო კონკრეტულად კი, 2 500-ზე მეტ საშობაო ნათურას რომლითაც ეს პირი თავის სუპერქარს დაახლოებით 9 საათის განმავლობაში რთავდა.

თანაც, ნიკმა, ეს „სიამოვნება“ სხვებსაც გაუზიარა და ვიდეო, რომელშიც ავტომობილს სადღესასწაულო სეზონისთვის ამზადებს TikTok-ზე გამოაქვეყნა. თუმცა ყველა ამ „მოდიფიკაციებით“ კმაყოფილი როდი დარჩა.

მისი გამომწერების თქმით, ამ ცვლილებების შემდეგ ამერიკული სპორტქარი ცოტა არ იყოს საეჭვოდაც გამოიყურებოდა. თუმცა ეს დღის განმავლობაში, რადგან მზის ჩასვლის შემდეგ, საკმაოდ საინტერესო სანახაობას ვიღებთ.

კრიტიკა უსაფუძვლო არ ყოფილა. ნიკმა ავტომობილზე დამაგრებული განათებები მწვანე ფერის ლენტით დაამაგრა, რამაც ავტომობილს უცნაური შესახედაობა მისცა. გამომწერები ამბობდნენ, რომ სჯობდა ნიკს გამჭვირვალე ფერი აერჩია და მანქანის საბოლოო დიზაინიც ბევრად დახვეწილი იქნებოდა. თუმცა ნიკს მათი აზრი დიდად არ აინტერესებდა.

უარყოფითი დამოკიდებულებების გარდა კი, იუთუბერს თავის Corvette-თან დაკავშირებით კიდევ ერთი პრობლემა შეექმნა. მასაჩუსეტსის შტატში მოქმედი კანონმდებლობით, „ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებაზე მოციმციმე, მბრუნავი ან მოძრავი შუქების დამონტაჟება ან დამაგრება“ უკანონოა. ასე, რომ ამ უწყიარი გართობით, ახლა შესაძლოა ნიკი სამართლებრივი პასუხისგების წინაშეც კი აღმოჩნდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები