1957 წლის ექსკლუზიური Chevrolet Bel Air-ი ჰიპერქარების უმეტესობაზე მძლავრია
1957 წლის ექსკლუზიური Chevrolet Bel Air-ი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. ამასთან ერთად კი, როგორც ამბობენ, ის იმაზე მძლავრიცაა, ვიდრე ჰიპერქარების უმრავლესობა. მწვანე ფერში შეღებილი, განსაცვიფრებელი ექსტერიერის — მათ შორის ქრომირებული ბამპერებისა და ინდივიდუალურად დამზადებული მსუბუქი შენადნობი დისკების — მიღმა V8 ძრავა იმალება, რომელიც, წესით, იმედს არცერთ ენთუზიასტს გაუცრუებს.
ეს Chevrolet Bel Air-ი GM-ის 7-ლიტრიან LS3 V8-ს იყენებს — ზუსტად იმ ძრავას, რომელსაც Corvette-ებსა და Camaro-ებში ვხვდებით. თუმცა, ამ ვერსიას არა ერთი, არამედ ორი ტურბოჩარჯერი აქვს. სტრუქტურას სპეციალურად დამზადებული ტურბო მილები და შემშვები კოლექტორი ავსებს, ხოლო ძრავის განყოფილების ფერებიც მასთან იდეალურადაა შეხამებული.

ყველა ზემოთ აღნიშნული განახლებისა და დამატების წყალობით, განსაცვიფრებელ რიცხვამდე მივდივართ. ეს მოდელი 1 200 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ამას მხოლოდ სტანდარტულ ბენზინზე მუშაობით ახერხებს. Race ბენზინი (სარბოლო საწვავი) კი Bel Air-ს დამატებით 400 ცხენის ძალას მატებს. 1950-იანი წლების ჰოთ-როდისთვის ეს ნამდვილად არ უნდა იყოს ცუდი შედეგი.
ეს წარმოუდგენლად უნაკლო ავტომობილი პრაქტიკულად ახალია. აწყობის დღიდან Chevrolet Bel Air-ს მხოლოდ 100 კილომეტრი აქვს დაფარული. 1957 წლის Chevrolet Bel Air-ის ერთ-ერთი მთავარი ღირსება სწორედ ისაა, რომ ის იდეალურია, განსაკუთრებით კი Chevy-ს ნამდვილი კოლექციონერისთვის.

როგორც გითხარით, ყველაფერი, რაც ამ მოდელის კორპუსის მიღმაა, პრაქტიკულად ახალია. თუმცა თავად კორპუსი ჯერ კიდევ 1950-იანი წლებიდანაა აღებული. ინტერიერიც თითქმის სრულად შენარჩუნებულია. განსხვავებული მხოლოდ ერთი დეტალია — საინფორმაციო-გასართობი ეკრანი, რომელიც საჭის უკან მდებარეობს და ციფრული ხელსაწყოთა პანელის ფუნქციასაც ასრულებს.