კორვეტი, შევროლეტი, შევროლეტი კორვეტი, შევროლეტი კორვეტი ც5
Aa
Aa

მსოფლიოში ყველაზე დიდი გარბენის მქონე Corvette მუზეუმში ინახება

მსოფლიოში ყველაზე დიდი გარბენის მქონე Corvette-ს 1.23 მილიონზე მეტი კილომეტრი აქვს გავლილი და არსებობს კიდევ ერთი ფაქტი, რაც მას კიდევ უფრო შესანიშნავ სპორტქარად აქცევს. თქვენ წინაშე 2000 წლის Chevrolet Corvette C5-ია, რომელიც მისმა მფლობელმა გამოსვლისთანავე სრულიად ახალი შეიძინა და მთელი ცხოვრების განმავლობაში დაიტოვა.

წლების განმავლობაში C5-ს მფლობელისთვის პრობლემები თითქმის არ შეუქმნია, მის საიმედოობაზე კი გარბენიც მეტყველებს. საბოლოოდ ეს Corvette, როგორს თავისი ისტორიიდან გამომდინარეც იმსახურებდა, მუზეუმის ექსპონატად იქცა და მისი მონახულება დღესაც შეგიძლიათ. ის ერთგვარი შეხსენებაა იმის, თუ რამდენად საიმედო შეიძლება იყოს სპორტქარი.

ამ ისტორიული Corvette-ის მფლობელი მარკ ბლექველია, რომელმაც ავტომობილი 1999 წელს შეიძინა. იმ დროს ის ფლორიდაში ცხოვრობდა, ავტომობილს კი ყოველდღიურად სამსახურში სასიარულოდ იყენებდა. უფრო ეკონომიური და, ალბათ, მისი ყოველდღიურობისთვის შედარებით რაციონალური ავტომობილის ყიდვის ნაცვლად, მან არჩევანი C5-ზე გააკეთა.

18 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბლექველმა ამ ავტომობილით 773 388 მილი დაფარა, რაც 1.23 მილიონ კილომეტრზე მეტია. ეს ნიშნავს, რომ ის ყოველდღიურად ავტომობილით საშუალოდ 100 მილს (160 კმ) მაინც გადიოდა. 2017 წელს მსოფლიოში ყველაზე მაღალი გარბენის მქონე Corvette მუზეუმს გადაეცა და დღემდე იქ ინახება.

თუმცა, ეს წარმოუდგენლად მაღალი გარბენიც რომ დავივიწყოთ, ამ Corvette-ს საოცარ ავტომობილად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი აქცევს. კერძოდ ის, რომ კაპოტის ქვეშ კვლავ თავისი ქარხნული LS1 V8 ძრავა იმალება. ეს უკანასკნელი 345 ცხენის ძალასა და 470 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს და 0-დან 100-მდე სულ რაღაც 4.7 წამში ჩქარდება. ასე რომ, მუზეუმისთვის გადაცემამდე ავტომობილს მხოლოდ ცილინდრთა ბლოკის თავის შუასადების შეცვლა დასჭირდა, დანარჩენი ყველაფერი (მცირე გარეგნულ ნაკაწრებს თუ არ ჩავთვლით) უბრალოდ იდეალური იყო.

მსგავსი სიახლეები