ავარია, აშშ, სატვირთო, სტიქია, უბედური შემთხვევა
Aa
Aa

ტეხასში ძლიერმა ქარმა მოძრავი სატვირთო ამოაყირავა | ვიდეო

ავტობანი ნამდვილად მოულოდნელობებით აღსავსე ადგილია, თუმცა თუ ამ ქაოსს თან ცუდი ამინდიც ერთვის, აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მძღოლების უმრავლესობა გზატკეცილზე საფრთხეს საკუთარი ავტომობილის გაუმართაობისგან, ან სხვა მძღოლების მიერ დაშვებული შეცდომებისგან მოელის, თუმცა, ალბათ, ძალიან გაგიჭირდებათ მოძებნოთ 40-ტონიანი სატვირთოს მძღოლი, რომელიც გაიფიქრებდა, რომ, შესაძლოა, გადაადგილებისას ქარმა ამოაყირაოს.

ტეხასში სწორედ ეს მოხდა — მურის ოლქის შერიფის განცხადებით, დუმასთან ახლოს მომხდარმა საგზაო შემთხვევამ საათების განმავლობაში, მთელი გზატკეცილი ჩაკეტა. ინციდენტის მომენტში მეტეოროლოგიური პირობები საკმაოდ ექსტრემალური იყო — აშშ-ის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა სპეციალური გაფრთხილებაც კი გასცა ძლიერი ქარის შესახებ, რომლის სიჩქარეც 56კმ/სთ-დან 113 კმ/სთ-მდე მერყეობდა.

 

 

ვიდეოში სწორედ აღნიშნულ ავარიას ვხედავთ — თავდაპირველად სატვირთო ბალანსს კარგავს, შემდეგ კი ქარი მის მისაბმელს ჰაერში სწევს, კონტროლი ბოლომდე იკარგება და ავტომობილი ყირავდება. 

საბედნიეროდ, სატვირთოს მგზავრები უვნებლად გადარჩნენ — შერიფის თქმით, ეს ამ დღეს ქარის მიერ სატვირთოს ამობრუნების პირველი შემთხვევა არ ყოფილა, კიდევ ერთმა ინტერნეტ მომხმარებელმა გაავრცელა მისაბმელიანი SUV-ის ავარიის კადრებიც. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები