ჰონდა, ჰონდა პრელუდი
Aa
Aa

Car & Driver-მა ახალი Honda Prelude გამოცადა

ახალი Honda Prelude, როგორც იქნა, მომხმარებელს თანდათან უყვარდება. აშშ-ის ბაზარზე ნელი სტარტის შემდეგ, ბოლო 2 თვის განმავლობაში გაყიდვები ორნიშნა რიცხვით იზრდება. ეს ნიშნავს, რომ ახლა უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, როგორია ავტომობილის რეალური პერფორმანსი. 

ასევე იხილეთ:  Prelude მომხმარებელს თანდათან უყვარდება — როგორი იყო Honda-ს თებერვალი

 ადრეული ტესტები აჩვენებდა, რომ მოდელი მაინცდამაინც სწრაფი არ იქნებოდა — Car and Driver-ის ტესტმა ეს დაადასტურა. გამოცდაზე Prelude-მა Civic Si-სა და Civic Hybrid-ის ანალოგიური შედეგები დააფიქსირა, რომლებიდანაც თითოეული, Prelude-ს მსგავსად, 200ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს.


100 კმ/სთ-მდე აჩქარება მოსალოდნელზე შთამბეჭდავია — წინასწარი შეფასებით, ეს სიჩქარე მოდელს 8 წამში უნდა განევითარებინა, თუმცა ტესტმა აჩვენა, რომ ამისათვის 6.5-6.8 წამიც საკმარისია. ამ მხრივ, Prelude Civic Hybrid-ს 0.3 წამით ჩამორჩება.

მეოთხედი მილის (დაახლოებით 402 მეტრი) ტესტი ანალოგიურ ამბავს ყვება: Prelude-მა ეს მანძილი 15.3 წამში გაიარა, ამ მანძილზე კი 145კმ/სთ განავითარა რითაც, დაახლოებით, 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით აღჭურვილ 1997 წლის Honda Prelude SH-ს გაუთანაბრდა, რომელიც Car & Driver-მა ათწლეულების წინ გამოცადა. 100კმ/სთ-მდე ძველი კუპე 6.9 წამში ჩქარდებოდა, მეოთხედი მილის ფინიშის ხაზს კი ასევე 145კმ/სთ სიჩქარით 15.4 წამში კვეთდა.

შედარებისთვის, Civic Hybrid-ს 402 მეტრის დასაფარად 14.9 წამი სჭირდება და ამ მანძილზე 148 კმ/სთ-მდე აჩქარებას ასწრებს.

ყველაზე საინტერესო კი მაინც მოდელის S+Shift რეჟიმში მუშაობა იყო. ეს რეჟიმი შიფტერებს ააქტიურებს და ავტომობილს ტრადიციული ტრანსმისიის იმიტაციის საშუალებას აძლევს. ეს მოდელის მართვას ავტომოყვარულისთვის უფრო სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს, თუმცა, ამავდროულად გახსოვდეთ, რომ ყველაფერ მშვენიერს თავისი საფასურიც აქვს: S+Shift რეჟიმში Prelude ოდნავ უფრო ნელია. გააქტიურებული რეჟიმის პირობებში 100კმ/სთ-მდე Prelude 7.3 წამში აჩქარდა. მიუხედავად აჩქარების მიმართულებით არცთუ შთამბეჭდავი შედეგისა, Car and Driver-ის შეფასებით, Prelude მოსახვევებში ძალიან შთამბეჭდავია და მოდელის მართვადობა უმაღლესი კლასისაა.

მსგავსი სიახლეები