ელექტრომობილი, ფერარი, მაზდა, ფერარი ლუჩე, მაზდა ლუჩე
Aa
Aa

Mazda-ს დავა Ferrari-სთან | იტალიელებს პირველი EV-ისთვის სახელის შეცვლა მოუწევთ?

Ferrari-ს ჯერ პირველი ელექტრომობილი არც კი გამოუშვია და უკვე პრობლემებში გაეხვა. არავისთვის უცნობი ფაქტი არაა, რომ იტალიურმა ავტომწარმოებელმა თავისი პირველი ელექტრომობილის სახელწოდებად „Luce“ შეარჩია, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ამ სახელს წარსულში Mazda-ს მოდელიც ატარებდა. ასე რომ, Mazda-მაც არ დააყოვნა და სახელწოდების სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანა.

შექმნილ ვითარებაში რამდენიმე ფაქტი ერთმანეთს საეჭვოდ ემთხვევა. მაგალითად, Ferrari-მ Luce-ს სახელი მიმდინარე წლის თებერვალში გაამხილა, მაშინ, როდესაც თავისი პირველი ელექტრომობილის ინტერიერზე ინფორმაცია გაავრცელა. 9 თებერვალს Ferrari-მ სახელწოდების რეგისტრაციაზეც გააკეთა განაცხადი, ხოლო სულ რამდენიმე კვირაში, 4 მარტს, იმავე სახელწოდების სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადი Mazda-მაც წარადგინა — ეს უკანასკნელი, შესაბამისად, იაპონიაში.

ასევე დაგაინტერესებთ: Ferrari Luce-მდე დიდი ხნით ადრე არსებობდა Mazda Luce 

Mazda-ს „პრეტენზიებმა“ შესაძლოა Ferrari-ს პირველ ელექტრომობილთან დაკავშირებული გეგმები გაურთულოს. ეს იმისდა მიხედვით, თუ როგორ წარიმართება ავტომწარმოებლებს შორის სავაჭრო ნიშანზე დავა. Mazda-ს მოყვარულთათვის კომპანიის გადაწყვეტილება ალბათ მოულოდნელი არც ყოფილა; რთულია, გაამტყუნო მწარმოებელი, რომელსაც თავისი ისტორიული მოდელის სახელის დაცვა სურს.

ასევე დაგაინტერესებთ: დიზაინის პოეზია — Ferrari-მ Luce-ს ინტერიერი წარადგინა

თუ Mazda გარკვეულ ბაზრებზე Luce-ს სახელს დაბლოკავს, Ferrari-ს შესაძლოა ელექტრომობილის ბაზარზე გაშვებამდე გეგმების შეცვლა და რებრენდინგი დასჭირდეს. ეს პირველი შემთხვევა არც იქნება: მაგალითად, Alfa Romeo-ს გაშვებიდან მალევე თავისი კროსოვერისთვის, Milano-სთვის, სახელის შეცვლა დასჭირდა, რადგან ეს უკანასკნელი იტალიაში წარმოებული არ ყოფილა. ასე მივიღეთ Alfa Romeo Junior-ი.

რაც შეეხება Mazda-ს Luce-ს, ის ავტომწარმოებელმა 1966 წლის 20 აგვისტოს წარადგინა. უკანაამძრავიანი სედანი დაფუძნებული იყო დიზაინზე, რომელიც „ბერტონეს“ (Bertone) დიზაინსტუდიამ შექმნა. 1969 წლის ოქტომბერში მას ძალიან დახვეწილი მოდელი, Luce Rotary Coupe მოჰყვა, რომლის წარმოებაც მხოლოდ 1 000 ერთეულით შემოიფარგლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები