Lamborghini-მ იშვიათი Sian Roadster-ი წარმოგვიდგინა
ახალი როდსტერი მხოლოდ 19 ეგზემპლარად აიწყობა.
Lamborghini-მ Sian-ი წარმოგვიდგინა, რომელიც კომპანიის ყველაზე ძლიერი ავტომობილია. მას 819 ცხენის ძალა აქვს. გარდა ამისა, ის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ავტომობილია. მხოლოდ 63 ეგზემპლარად აწარმოეს. Lamborghini-მ გადაწყვიტა ყველაფერი ერთი საფეხურით მაღლა აიყვანოს და ახლა Sian Roadster-ის წარმოებას გეგმავს.

მართალია, როდსტერს სახურავი არ ექნება, მაგრამ დიზაინი კუპეს მაქსიმალურად დაემსგავსება. Sian-ის დიზაინი Terzo Millenio კონცეპტითაა შთაგონებული და კომპანიის დიზაინის ენის მომავლის ხედვას ასახავს.
მაშუქების განლაგების დიზაინი ორიგინალურია. გვერდითა შემწოვები და უკანა ფრთა განსაკუთრებულად გამოიყურება. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში ეს როდსტერი საუკეთესო შესახედაობის „ლამბოა“.

Sian-მა Aventador SVJ -სგან 6.5-ლიტრიანი V12 ძრავა ისესხა და მაილდ ჰიბრიდული სისტემა - 48-ვოლტიანი ბატარეა დაუმატა. 819 ცხენის ძალა სუნთქვისშემკვრელია. 0-100კმ/სთ-მდე 3.0 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 350კმ/სთ.
Sian-ის როდსტერი კიდევ უფრო იშვიათი იქნება. ის მხოლოდ 19 ეგზემპლარად გამოვა. ყველა მათგანი უკვე გაყიდულია. თითოეულ ახალ მფლობელს Lamborghini Ad Personam-თან თანამშრომლობის საშუალება იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ავტომობილები კიდევ უფრო იშვიათი და განსაკუთრებული გახდება.

Lamborghini ავტომობილის ზუსტ ფასს არ ასეხელებს, თუმცა, წარსულის გამოცდილებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თითოეული მათგანი დაახლოებით $3,700,000 ეღირება.