უნიკალური Rolls-Royce, რომელიც Rolex-ის საათზე დგას
Rolls-Royce-ის მოდელები ყოველთვის გამორჩეული და ექსკლუზიურია, რასაც ავტომწარმოებელი ყოველ ჯერზე ამტკიცებს. ეს ბრენდი სიმდიდრისთვის, ფუფუნებისა და ელეგანტურობისთვისაა შექმნილი და თავის სეგმენტსაც, სწორედ ამ მიდგომით იზიდავს. მაგრამ Rolls-Royce-ის მფლობელების ნაწილს ესეც არ აკმაყოფილებს და თავიანთი ავტომობილისთვის უნიკალური შტრიხების დამატების გადაწყვეტილებას იღებენ.
ეს ადამიანი კლაუს კოენიგსალია, რომლისთვისაც ყველაფერი ძვირად ღირებული ქვებითა და სამკაულებით იზომება. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, თავისი Rolls-ისთვის დიზაინერული ელემენტები შეემატებინა. მან Novitec-ს მიმართა და სთხოვა, თავის მანქანის ბორბლები Rolex-ის საათისთვის დაემსგავსებინათ.

რასაც ფოტოებზე ხედავთ, ხელოვნური ინტელექტის შექმნილი არაა, ის უკვე რეალურად არსებობს და ზუსტად ასე გამოიყურება. Phantom VIII Series II-ს წარსულში SP3-ის დიდ შავ დისკებზე იდგა, ვერცხლისფერი აქცენტებით, ახლა კი აშკარად ცნობილ Rolex Submariner-ის ჩარჩოზე მინიშნებაა და რაც მთავარია, ყველა დეტალი აქ ხელით შექმნილია. ცენტრში კი, ავტომობილის მფლობელის სახელი, Klaus-ია ამოტვიფრული.
View this post on Instagram
ცენტრთან ფრაზასაც ვკითხულობთ: Dein Lieblingsjuwelier auf der Kö ანუ „თქვენი საყვარელი იუველირი Kö-ზე“, რაც დიუსელდორფის მაღალი კლასის Königsallee-ს სავაჭრო უბანზე მიგვანიშნებს. შესაძლოა თქვენ დასრულებული პროექტი დიდად არ გხიბლავდეთ, თუმცა ფაქტია, რომ პრემიუმ საათებისა და ძვირად ღირებული ავტომობილების მოყვარული კლაუსის Rolls-Royce-ს ახლა გზებზე ყველა გამოარჩევს.