Toyota, ელექტრომობილები, ტოიოტა, ტოიოტა ჰაილუქსი, Toyota Hilux
Aa
Aa

ნახეთ, რა ეღირება სრულად ელექტრო Toyota Hilux

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე თვის დასაწყისში, Toyota-მ სრულად ელექტრო Hilux წარმოადგინა, რომელიც გადახალისებულ მე-9 თაობის პლატფორმაზეა აგებული და რომელსაც მძღოლები წლების განმავლობაში ელოდნენ. ავტომობილის თითქმის ყველა მონაცემი ცნობილია, თუმცა უცნობია მთავარი — მისი ფასი. კომპანიის განცხადებით, ის იაფი არა, თუმცა ხელმისაწვდომი ნამდვილად იქნება. 


სრული სია, თუ რომელ ბაზრებზე გაიყიდება ახალი Hilux BEV, ცნობილი არ არის, თუმცა მსურველები მის მიღებას 2026 წლის პირველი ნახევრიდან შეძლებენ. საწყის ეტაპზე, იაპონური ავტომწარმოებელი გათვლას დიდ შესყიდვებზე აკეთებს და არა საცალო გაყიდვებზე.

პრიორიტეტი წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიები იქნებიან, რომლებიც მიწისქვეშა სამუშაოებისთვის სრულად ელექტრო ავტომობილებს ანიჭებენ უპირატესობას.

მოსალოდნელი ფასი

Toyota Australia-ს გაყიდვების ვიცე პრეზიდენტის განცხადებით, „ახალი ჰაილუქსი ამჟამინდელ დიზელისძრავიან მოდელებზე უფრო ძვირი იქნება“. მაილდ-ჰიბრიდული, დიზელზე მომუშავე ძრავებით აღჭურვილი Hilux-ის ფასი ამჟამად 42800$-ია და წინასწარი შეფასებით, ელექტრომობილი ამაზე 10000$-ით უფრო ძვირი იქნება. მისი განცხადებით, ამ კონკრეტულ მოდელს ბაზარზე მნიშვნელოვანი ამბიციები არ ექნება, რადგან ის უფრო კონკრეტული და შეზღუდული მიზნითაა შექმნილი. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, მთავარი იდეა მის მიღმა, სწორედ წიაღისეულის მომპოვებელი ინდუსტრიის დახმარებაა და, შესაბამისად, ბაზარი, რომელსაც ელექტრო ჰაილუქსი უმიზნებს, სწორედ ეს უკანასკნელია.


მოდელი Toyota-მ პატარა, 59.2 კვტ.სთ-იანი ბატარეების ნაკრებითა და ორი ელექტროძრავით აღჭურვა, რომელიც 193 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს, ერთი დამუტვით კი, დაახლოებით, 240 კილომეტრის გავლა შეუძლია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები