„ფიატი“ ახალ ელექტრო ავტომობილს გვთავაზობს: Fiat 500 Electric
„ფიატი“ ელექტრო მანქანების რიცხვს ახალი ბატარეით შეურთდა. მათი თქმით, ეს კომპანიის პირველი ელექტრო მანქანაა.

ახალი მოდელი ძველ სტილს ინარჩუნებს, თუმცა მესამე თაობის 500 აღწერილია, როგორც „სუფთა ფურცელი“.
როგორც ამბობენ, 500 Electric იქნება ბაზარზე პირველი ღიასახურავიანი, ოთხადგილიანი EV.
ახალი მაშუქები 500-ს უფრო ახალ შესახედაობას აძლევს. განახლებულ პლატფორმაზე, 500 6 სმ-ით გრძელი და ფართოა, ვიდრე წინათ. კარგი ახალი ამბავი ისაა, რომ ახლა სალონში მეტი სივრცეა.

„ჰონდა“ და „მინი“ ელექრო ავტომობილების წარმოებაში წინ არიან. მათი მანქანები ქალაქში 193 კილომეტრს გადის. „ფიატი“ ირწმუნება, რომ 500 თავისი 42-კილოვატიანი ბატარეებით, საშუალოდ 320 კილომეტრს გაივლის, ხოლო ქალაქის ფარგლებში სიარულისას 400 კილომეტრსაც კი გაგატარებთ. თან მისი დატენვა 85-კილოვატიანი სწრაფი დამტენითაა შესაძლებელი. თუ სრწაფ დატანევაზე 5 წუთით შეაერთებთ, 50 კილომეტრის გავლას შეძლებს..
მაქსიმუმი 117 ცხენის ძალაა. 0-100კმ/სთ-ამდე 9.1 წამში ადის. მაქსიმალური სიჩქარე - 140კმ/სთ.
მიუხედავად იმისა, რო, 500 ქალაქის ავტომობილადაა გათვლილი, მას ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი მოჰყვება, რაც ზოლში დარჩენას და წინა მანქანასთან მანძილს განსაზღვრავს.
ვნახოთ, დაიმკვიდრებს თუ ვერა ახალი Fiat 500 Electric ქალაქის ელექტრომობილებს შორის ადგილს.