უკანაწამყვანი ელექტრო სპორტქარი: 2022 Apex AP-0
718 Cayman S-ის ზომის, KTM X-Bow-ის მსგავსი დიზაინით, აწყობილი დიდი ბრიტანეთში, შემუშავებული ჰონ-კონგში.
- Apex AP-0 ერთძრავიანი, 649-ცხენისძალიიანი ელექტრონული უკანაწამყვანი სპორტქარია.
- კომპანია აცხადებს, რომ ავტომობილის წონა 1200 კგ-ს არ აღემატება, 480 კმ-ზე მეტი დისტანციის გავლის საშუალება და 305 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარე აქვს.
- კომპანია აცხადებს, რომ ავტომობილს წარმოებაში 2022 წელს ჩაუშვებენ და სავარაუდო ფასი 195 000$ იქნება.
გაუქმებული ჟენევას ავტოშოუს გამო ბევრ საინტერესო კონცეპტს და პროტოტიპულ ავტომობილს ვერ ვიხილავთ. მადლობა სოც-მედიის არსებობას, რის საშუალებითაც ავტოინდუსტრიის სიახლებს ვეცნობით. ერთ-ერთი ასეთი სიახლე ჩინური ელექტრო სპორტქარია - Apex AP-0, რომლის გამოშვებას ჰონ-კონგური ავტომწარმოებელი 2022 წლის ბოლოსკენ აპირებს.
Apex ავტოსამყაროში ცნობილი ბრენდი არაა, თუმცა ავტოინდუსტრიის ასპარესზე ეს მისი პირველად არ გამოჩენილა. ჰონ-კონგის ბაზარზე ადრე Apex AP-1 არსებობდა, ევროპაში Elemental RP1-ის პროტოტიპის სახით ცნობილი. კომპანიის განცხადებით, AP-0 სრულად ახალ ბაზაზეა აწყობილი, რომლის წარმოება დიდ ბრიტანეთში მოხდება. კომპანია თავის მომავალ წარმატებაში დარწმუნებულია და წელიწადში 500 ერთეულის წარმოებას ვარაუდობს.
ავტომობილი, რა თქმა უნდა, კარბონისგანაა აწყობილი. ჯამური წონა 1195 კილოგრამს შეადგენს. თითქმის ნახევარი ქვემოთ მოთავსებულ 90.0 kWh ენერგოტევადობის ბატარეებს ეკუთვნის. ევროპული WLTP ტესტის შედეგად დადგინდა, რომ ერთ დატენვაზე ავტომობილს 530 კმ მანძილის დაძლევა შეუძლია.
ერაში, როდესაც ყველა ელექტრომობილი ოთხივეწამყვანი თვლებით იწყობა, AP-0 ნამდვილი სპორტული მანქანა იქნება, რადგან მას წამყვანი მხოლოდ უკანა თვლები აქვს. ძალოვანი აგრეგატი, ამ შემთხვევაში, ერთი ელექტროძრავაა, რომელიც 649 ცხენისძალასა და 579 მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. 0-100-მდე 2.3 წემი უნდა დასჭირდეს. ამ ამბიციური მაჩვენებლის მისაღწევად კომპანია ახალი ტიპის გადაცემათა კოლოფსა და ცვალებად დიფერენციალზე მუშაობს.

ავტომობილი სიგრძეში Porsche 718 Cayman-ის ტოლია. წინ 6-დგუშიანი კარბონ-კერამიკული მუხრუჭებია. ძარის ფორმის და ავტომობილის დაბალი პოზიციის ხარჯზე, კომპანიის განცხადებით, აეროდინამიკა სასწაულ მაჩვენებლებს აღწევს.
ტრეკისთვის გამზადებული სპორტული ელექტრომობილი სარბოლო ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. ყველაზე საინტერესო ჰოლოგრამიანი საქარე მინა იქნება. ჰოლოგრამის მეშვეობით საქარე მინა დიდ ეკრანად იქცევა, სადაც სხვადასხვა მონაცემი დაიწერება: დრო, წრე, სიჩქარე და ასევე ტრეკის ტრაექტორია, რაც საწყის ეტაპზე ტრეკზე სიარულისას დაგეხმარებათ.
ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ ამბიციური განცხადებებია, მაგრამ ტექნოლოგიების განვითარების მზარდი ტემპების გათვალისწინებით, მათი იდეა სულ უფრო და უფრო განხორციელებადი ხდება.
ერთადერთი, რამაც Apex AP-0-ის ყიდვისგან შეიძლება შეგაყოვნოთ, მისი ფასია, რომელიც 195 000$-ს შეადგენს.