ავარია, ავტოსაგზაო შემთხვევა, გარდაბანი
Aa
Aa

ავტოსაგზაო შემთხვევას გარდაბანში 7 ადამიანი ემსხვერპლა

გარ­და­ბან­ში, სო­ფელ ბირ­ლიკ­ში, უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას 7 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი პირი კი მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია გადაყვანილი. მათი ნაწილი ადგილობრივი მკვიდრია.

თვითმხილველთა ცნობით, BMW-ს მარ­კის ავტომობილი მაღალი სიჩქარით ხეს დაეჯახა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო: ტაბულა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები