2025 წელს საქართველოში 552 ახალი ვიდეოკამერა დაემატა | სად დამონტაჟდა ყველაზე მეტი?
შსს-ის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2025 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჯამში 552 ახალი ვიდეოკამერა დამონტაჟდა.
უწყების ოფიციალური მონაცემებით, ახლად დამატებული ვიდეოკამერებიდან 466 ერთეული ზოგადი ხედვის ვიდეოკამერაა, ხოლო 86 — ავტომობილის სანომრე ნიშნის ამომცნობი სპეციალური სისტემა.
ტოპ-5 ქალაქი, სადაც გასულ წელს ყველაზე მეტი კამერა განთავსდა
სტატისტიკის მიხედვით, ვიდეოკამერების დამატების თვალსაზრისით პირველ ადგილზე დედაქალაქია.
იმ ქალაქების ხუთეული, სადაც 2025 წელს ვიდეოკონტროლის სისტემა ყველაზე მეტად გაფართოვდა, შემდეგნაირად გამოიყურება:
თბილისი — დედაქალაქს სულ 200 ახალი კამერა დაემატა. მათგან 179 ზოგადი ხედვისაა, ხოლო 21 — ნომრის ამომცნობი;
ოზურგეთი — ქალაქში ჯამში 133 კამერა განთავსდა, აქედან 130 ზოგადი ხედვის, ხოლო 3 — ნომრის ამომცნობი;
ზესტაფონი — დაემატა სულ 85 კამერა, საიდანაც 69 ზოგადი ხედვისაა, 16 კი ნომრის ამომცნობი;
სამტრედია — მუნიციპალიტეტში სულ 56 კამერა დამონტაჟდა, მათ შორის 47 ზოგადი ხედვის, ხოლო 9 — ნომრის ამომცნობი;
გორი — სულ დაემატა 16 კამერა, საიდანაც 2 ზოგადი ხედვისაა, ხოლო 14 — ნომრის ამომცნობი.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჯამში 8 886 ვიდეოკამერა ფუნქციონირებს.
მთლიანი რაოდენობიდან 6 371 ერთეული ზოგადი ხედვის ვიდეოკამერაა, ხოლო 2 515 ერთეული — ავტომობილის სანომრე ნიშნების ამომცნობი.