2021 წლისთვის Toyota-მ Camry-ს ხაზი განაახლა
Camry-ს მცირედი, მაგრამ საჭირო განახლებები აქვს.
2021 წლის Toyota Camry ოფიციალურად უკვე გამოჩნდა და მას რამდენიმე ცვლილება აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ახალი ვერსიების დამატებაა. მაგალითად, XSE ჰიბრდი. Camry-ს სახელი დაახლოებით 40 წლისაა. ამჟამინდელი მოდელი 2017 წლიდან გამოდის.

2021 წლისთვისToyota Safety Sense 2.5 ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ყველა მოდელზე სტანდარტულია. ის გულისხმობს უფრო მაღალი ხარისხის კამერას, უკეთეს რადარს, ადაპტურ კრუიზ კონტროლს, ზოლში გადასვლაზე დახმარებას და მძღოლის დამხმარე სხვა მნიშვნელოვან სისტემებს. ეს სისტემა მალე სხვა ავტომობილებზეც იქნება ხელმისაწვდომი.
ახალ ჰიბრიდულ ვერსიას ბზინვარე შავი ცხაურა, LED მაშუქები და ახალი, 19-ინჩიანი დისკები აქვს. სალონში მეტი ტყავია გამოყენებული. მექანიკურად კი არაფერი შეცვლილა. Camry XSE Hyrbid-ს 2.5-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ჰიბრიდული აგრეგატი აქვს, რომელიც 208 ცხენის ძალასა და 221 ნმ-ს გამოიმუშავებს.

საბაზისო მოდელი L ვერსია იყო. მისი გამოშვება შეწყდა. ახლა მის ადგილს LE მოდელი იკავებს. ბენზინის ძრავის ორი არჩევანია: 2.5-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი და 3.5-ლიტრიანი V6. პირველი მათგანი 203 ცხენის ძალასა და 250 ნმ-ს გამოიმუშავებს, მეორე კი 301 ცხენის ძალასა და 362ნმ-ს.

საინფორმაციო-გასართობი სისტემის ეკრანი 7.0-ინჩიანი ან 9.0-ინჩიანია ხელმისაწვდომი. XLE და XSE მოდელზე მონაცემთა დაფა 7.0-ინჩიანია, ამოსაწევი ეკრანი - 10-ინჩიანია. 2021 წლისთვის ჯამში Toyota Camry-ს 17 ვერსიას გვთავაზობს.