ელექტრომობილი, ექსპერიმენტი, ბიუაიდი, ჩინური ელექტრომობილები, ბივაიდი
Aa
Aa

BYD-მა თავისი ელექტრომობილი -30°C-ზე გამოცადა | შედეგებზე მისმა კონკურენტებმაც უნდა იმუშაონ

ავტოინდუსტრიაში ერთი დაუწერელი კანონი არსებობს — ავტომობილები და უკიდურესად დაბალი ტემპერატურა ერთმანეთთან ვერ მეგობრობენ. თუმცა ჩინურმა ავტომწარმოებელმა BYD-მ გადაწყვიტა, ეს გამეფებული მოსაზრება სამუდამოდ შეეცვალა და თავისი ელექტრომობილი -30°C-ზე, სპეციალურ კამერაში მოათავსა. თან არც ეს აკმარა და EV დასამუხტ პორტში შეაერთა. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ კონკურენტებმა BYD-ის შედეგები უნდა გაითვალისწინონ.

დაბალ ტემპერატურასთან, ტრადიციულ ავტომობილებთან ერთად, ვერც ელექტრომობილები „მეგობრობენ“. განსაკუთრებით ნეგატიურად ეს EV-ების სვლის მარაგზე აისახება. ცოტა ხნის წინ მონღოლეთის მკაცრ კლიმატში 67 ელექტრომობილი გამოცადეს. მიუხედავად იმისა, რომ ძირითად შემთხვევაში BYD-ის მოდელებმა თავი დავალებას წარმატებით გაართვეს, თითოეულს მაინც შეექმნა გარკვეული სირთულეები.

ვიდეო, რომელშიც BYD-ის მეორე თაობის Blade Battery-ისა და FLASH Charging ტექნოლოგიის შესაძლებლობები კარგად ჩანს, თავად ჩინურმა ავტომწარმოებელმა გამოაქვეყნა. ექსპერიმენტი ჩატარდა ოთახში, რომელიც ერთი შეხედვით საყინულეს ჰგავდა, ავტომობილის ძარა კი მთლიანად ყინულით იყო დაფარული. შესაძლოა ყველამ იფიქროს, რომ მსგავს პირობებში შეუძლებელია ელექტრომობილი დაიმუხტოს, თუმცა რეალურად შედეგები რადიკალურად განსხვავებულია.

ექსპერიმენტის ფარგლებში, BYD-ის ელექტრომობილი 20%-დან 97%-მდე სულ რაღაც 12 წუთში დაიმუხტა. შედარებისთვის, ეს შედეგი მხოლოდ სამი წუთით აჭარბებს იმ დროს, რაც სტანდარტულად, ოთახის ტემპერატურაზე დასამუხტად ელექტრომობილს სჭირდება. შედეგებმა ინტერნეტმომხმარებლებს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა. ბევრი წერდა, რომ „12 წუთში დამუხტვა ნორმალურ პირობებშიც კი გიჟური შედეგია“, ასევე გამოჩნდა კანადის ჩრდილო-დასავლეთით მცხოვრები მომხმარებელი, რომელმაც განაცხადა, რომ ეს მოდელი ძალიან გამოადგებოდა.

ერთ-ერთმა იუთუბერმა ისიც აღნიშნა, რომ თუ BYD-ის შედეგები დამოუკიდებელი შემოწმების დროსაც დადასტურდება, მაშინ -30°C-ზე 12 წუთში 97%-მდე დამუხტვა ახალ ეტალონად იქცევა. კონკურენტებისთვის კი ეს დიდი გამოწვევა იქნება. თუმცა ასევე დასძინა, რომ საინტერესო იქნება იმის კვლევა, თუ რა გავლენას იქონიებს მსგავს პირობებში სწრაფი დამუხტვა ელექტრომობილის ბატარეის სიცოცხლისუნარიანობაზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები