Tesla-ს დამფუძნებელი მსოფლიოს პირველი ტრილიონერია
ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის, Tesla-ს დამფუძნებელმა, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანიც გახლავთ, ხუთშაბათს თავისი კოსმოსური კომპანიის, SpaceX-ის აქციები საფონდო ბირჟაზე საჯაროდ დალისტა (IPO). შედეგსაც მიაღწია — მასკი, რომელსაც SpaceX-ით ისტორიაში რეკორდული IPO-ს დაფიქსირება სურდა — ახლა, რიგი გამოცემების შეფასებით, ოფიციალურად მსოფლიოს პირველი ტრილიონერია.

ხუთშაბათს, IPO-ზე, ამერიკელი ბიზნესმენის კომპანია რეკორდულ $75 მილიარდს მოიზიდავს. ეს ნიშნავს, რომ SpaceX-მა თითო აქციის საწყის საბაზრო ღირებულებად, როგორც მოსალოდნელი იყო, $135 განსაზღვრა. ეს მას საშუალებას აძლევს, SpaceX-ისთვის $175-მილიარდიან საბაზრო კაპიტალიზაციას მიაღწიოს, რაც ისტორიულად მას ყველაზე მაღალ IPO-დ აქცევს და Saudi Aramco-ს შედეგს გააუმჯობესებს. ამ უკანასკნელმა აქციები საჯაროდ 2019 წელს, $1.7-ტრილიონიანი საერთო ღირებულებით განათავსა.
SpaceX-ის აქციების საჯაროდ განთავსებამდე ამერიკული Forbes-ი მასკის ქონებას $780 მილიარდად აფასებდა. ეს კი თითქმის სამჯერ მეტია უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ ლარი პეიჯის ქონებაზე. პეიჯი, რომელიც Google-ს თანადამფუძნებელია, $292 მილიარდის სიმდიდრეს ფლობს.

მასკის სიმდიდრე უმეტესად ახლა SpaceX-ზეა დამოკიდებული, სადაც მას დაახლოებით $866 მილიარდის ღირებულების წილი აქვს. Tesla-სთან და მის დარჩენილ აქტივებთან ერთად კი, პარასკევს, როდესაც ვაჭრობა უკვე ოფიციალურად გაიხსნება, ამერიკელი ბიზნესმენის ქონება, Reuters-ის დათვლებით, $1.1 ტრილიონს გადააჭარბებს.
საინტერესოა, რომ ელექტრომობილებში რევოლუციის მიუხედავადაც, მასკის ქონების ბოლოდროინდელი რეკორდული ზრდა სწორედ კოსმოსური კომპანიის დამსახურებაა. მასკს ასევე ეკუთვნის Tesla-ს აქციების თითქმის 12% ($174 მილიარდის ღირებულების) და $121 მილიარდის ღირებულების Tesla-ს აქციების ოფციონები. ასევე მის საკუთრებაშია ნეიროტექნოლოგიურ სტარტაპ Neuralink-ისა და Boring Company-ს წილები.
ასევე იხილეთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?
რაც შეეხება Tesla-ს, ამერიკელმა ბიზნესმენმა კომპანიის მმართველობა 2008 წელს გადაიბარა და ავტოინდუსტრიაში რევოლუციაც მოახდინა. მართალია, ავტომწარმოებლები ელექტრომობილებზე Tesla-მდეც მუშაობდნენ, თუმცა მასობრივად მათი წარმოების დაწყება სწორედ მასკის სახელს უკავშირდება.