Spofec-მა Rolls-Royce Cullinan სრულყოფილებამდე მიიყვანა
Rolls-Royce Cullinan-ის ტარება თითქოს ისედაც უდიდესი სიამოვნება არ ყოფილიყო, Spofec-მა მისი „დატუნინგება“ გადაწყვიტა.
Spofec NOVITEC-ის ჯგუფის წევრი ატელიეა, რომლის სპეციალიზაციაც „როლს-როისების“ გაუმჯობესებაა.
ატელიემ Rolls-Royce Cullinan-ს მეტი ძალა დაუმატა და ექსტერიერიც განაახლა. ახლა Cullinan-ს უფრო დიდი დისკები აქვს, რაც მას განსხვავებულ შეხედულებას აძლევს.

მანქანის 563 ცხენის ძალა და 850ნმ მაბრუნი მომენტი 676 ცხენის ძალამდე და 1010ნმ-მდე გაიზარდა, რაც შთამბეჭდავი მონაცემებია. Spofec-ის განცხადებით 0-100კმ/სთ-ამდე 4.9 წამში ადის. მაქსიმალური სიჩქარე ელექტრონულად ლიმიტირებული 250კმ/სთ-ია. ატელიე მაყუჩიდან ძრავის ხმის კონტროლის სისტემასაც გვთავაზობს.

Spofec-ი ახალ იტერიერს Overdose-ს უწოდებს, რაც არც თუ ისე შესაფერისია, რადგან ახალ აღჭურვილობაში გადაჭარბებული არაფერია. უკანა ბუფერებს ღია ადგილები აქვს. გვერდითა ზღურბლებიც უფრო შესამჩნევია. უკან ორმაგი ფრთაა და უფრო შესამჩნევი დიფუზერი.

კომპანია 24-იან დისკებზე Vossen-თან ერთად მუშაობს. ახალ დისკებზე მოსარგებად ავტომობილი 40 მილიმეტრით დაადაბლეს.
თუ, რატომღაც მყიდველი Rolls-Royce-ის ცნობილი მდიდრული ინტერიერით უკმაყოფილო დარჩება,Spofec-ი სალონის განახლების სერვისსაც გვთავაზობს.