საქართველო, მართვის მოწმობა
Aa
Aa

რომელ დარღვევაზე რამდენი ქულა აკლდება | მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა

საქართველოში მძღოლს მართვის მოწმობაზე ყოველწლიურად 100 ქულა ენიჭება. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში მას ქულები აკლდება, ხოლო დასაკლებ ქულათა რაოდენობა დარღვევის სიმძიმის მიხედვით განისაზღვრება.

ამასთან, მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა შემოიღეს, კონკრეტულ დარღვევებზე დასაკლებ ქულათა რაოდენობა რამდენჯერმე შეიცვალა. მათ შორის, 2026 წელს გამკაცრდა სანქციები უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის, სიჩქარის გადაჭარბების, მობილური ტელეფონით სარგებლობის, მანევრირების წესების დარღვევის, ტროტუარზე მოძრაობისა და ავტობუსის ზოლში მოძრაობის შემთხვევაში.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, დღეს მოქმედი წესდებით, მძღოლებს სხვადასხვა დარღვევისთვის რამდენი ქულა აკლდებათ.

ამრიგად, ყველაზე გავრცელებულ და მნიშვნელოვან დარღვევებზე ქულები ასე ნაწილდება:

  • უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა — 10 ქულა;
  • სიჩქარის დადგენილი ზღვრის 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 კმ/სთ-ით გადაჭარბება — 10 ქულა;
  • სიჩქარის დადგენილი ზღვრის 50 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბება — 20 ქულა;
  • სატრანსპორტო საშუალების მართვისას მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა — 15 ქულა;
  • მანევრირების წესების დარღვევა — 20 ქულა;
  • სატრანსპორტო საშუალებით ტროტუარზე მოძრაობა — 30 ქულა;
  • ავტობუსის ზოლში მოძრაობა — 15 ქულა, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში — 30 ქულა;
  • საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილ ავტობუსის ზოლში მოძრაობა — 20 ქულა, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში — 30 ქულა;
  • სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში — 30 ქულა;
  • სატრანსპორტო საშუალების მართვისას ალკოჰოლზე შემოწმებისთვის თავის არიდება — 40 ქულა;
  • სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში — 40 ქულა;
  • სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც დასაშვებ ზღვარზე მეტად აბინძურებს გარემოს — 10 ქულა;
  • საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ნაგებობის ან სხვა ქონების დაზიანება ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება — 25 ქულა.

წყარო - bpn.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები