ხვიჩა კვარაცხელია, ფეხბურთი, პარი სენ-ჟერმენი, პეჟო, ფურგონი
Aa
Aa

PSG-ის ვარსკვლავი ბაზაზე €21 000-იანი ფურგონით მივიდა | Marca-მ ის კვარას მანქანას შეადარა

ფეხბურთელების ვარსკვლავური სტატუსი ხშირად მათ ავტომობილებზეც აისახება — უიშვიათესი სუპერქარებიდან დაწყებული, ძვირად ღირებული კლასიკური მოდელებით დასრულებული, ცნობილი ფეხბურთელების კოლექციაში არაერთ ავტომობილს იხილავთ. თუმცა, „პარი სენ-ჟერმენის“ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ამ ტენდენციისგან მკვეთრად „გადაუხვია“ და გასულ ვარჯიშზე თავისი არჩევანით ყურადღებაც მიიქცია.

21 წლის პორტუგალიელი ჟოაუ ნევეში PSG-ის საწვრთნელ ბაზაზე Peugeot Partner-ის კომერციული ფურგონით მივიდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი პარიზული კლუბის ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშეა და ზაფხულში მისი მადრიდის „რეალში“ გადასვლაც განიხილებოდა. ამის მიუხედავადაც, ძვირად ღირებული ავტომობილის ნაცვლად ნევეშმა ერთი უბრალო და პრაქტიკული სატრანსპორტო საშუალება აირჩია, რითაც, ალბათ, თანაგუნდელების გაკვირვება სურდა.

MARCA-ს ინფორმაციით, ნევეშის ავტომობილი 102 ცხენის ძალის მქონე ძრავით აღჭურვილი Peugeot Partner BlueHDi-ია. განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ ავტომობილი კომერციული ვერსიაა და სტანდარტული შენადნობი დისკები უყენია. საინტერესოა ისიც, რომ მანქანას პორტუგალიური სანომრე ნიშნები აქვს.

View this post on Instagram

A post shared by EuroFoot (@eurofootcom)

ნევეშის არჩევანი კიდევ უფრო უჩვეულოდ გამოიყურება PSG-ის სხვა ფეხბურთელების ავტომობილების ფონზე. მაგალითად, ესპანური გამოცემა Marca აღნიშნავს, რომ ნევეშის €21 000-იანი ფურგონი €350 000-იანი Rolls-Royce-ის გვერდით უცნაური სანახავია. ამ Rolls-Royce Spectre-ით კი PSG-ის ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, გადაადგილდება.

როგორც Marca წერს, Peugeot Partner-ის ფასი დაახლოებით 21 000 ევროა, ანუ თითქმის 16-ჯერ ნაკლებია კვარაცხელიას Rolls-Royce-ის ღირებულებაზე.

თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც PSG-ის ფეხბურთელებმა ავტომობილებში უცნაური არჩევანით მიიპყრეს ყურადღება. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ მსოფლიო ჩემპიონი ფაბიან რუისი საწვრთნელ ბაზაზე პატარა Smart Fortwo-ით მივიდა. თუმცა, ნევეშისგან განსხვავებით, ეს Brabus-ის მიერ მოდიფიცირებული სპორტული ვერსია იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები