90-იანები, ბრიტანეთი, ბენტლი, ბენტლი კონტინენტალი, ტურბო, კუპე, ვი 8, მდიდრული მანქანები, მულინერი
Aa
Aa

იახტა მდიდრებისთვის - Bentley Continental R Mulliner

მე-20 საუკუნის ბოლო წლები ბრიტანული ავტომწარმოებლებისთვის ოქროს პერიოდი იყო. ამ დროში ავტოინდუსტრია მთელს მსოფლიოში ძლიერ ვითარდებოდა. მოთხოვნაც ისეთი იყო, რომ „ბენტლის“ მიერ წარმოებული წმინდა სისხლის ბრიტანული „სუპერავტომობილები“ სიცოცხლით ხარობდნენ. სამწუხაროდ დროის ცვლილებასთან ერთად, ფანატიკოსი გენიების დრო წავიდა. შესაბამისად პრაგმატულად მოაზროვნე და მცირე კრიტერიუმებით განმსჭვალული მოთხოვნების მქონე ავტოსამყაროსთან მოგვიხდა შეგუება. ზოგიერთმა კომპანიამ ვერ გაუძლო წნეხს და საერთოდ გაქრა, ზოგმა კი მოახერხა ადაპტირება და მუშაობას დღემდე აგრძელებს. ერთი რამ უნდა ითქვას - „ფოლკსვაგენთან“ ან „ფორდთან“ მიღწეული კოლაბორაციით ვერასდროს შექმნიან ისტორიულად გიგანტურ ავტომობილებს! თანამედროვე ბაზარზე მორგებული ნამუშევარი ვერასდროს იქნება Bentley Continental R Mulliner-ი! ის ხომ ხელოვნების ნიმუშია?!

2000 Bentley Continental R Mulliner | Duke of London

ეს ძვირადღირებული „იახტა“ 90-იან წლებში გამოჩნდა და მისი დასასრული 2003 წელს დადგა. მას ყველაფერი ჰქონდა, რაც კი შეიძლება საუკეთესო „ბენტლის“ ჰქონოდა. მისი სვლის კომფორტს და დეტალების ხარისხს ანალოგი დღემდე არ გააჩნია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ავტომობილი Rolls-Royce-ის და Bentley-ის მიერ შექმნილი ძრავით იყო წარმოებული. მისი მთავარი აგრეგატი ტურბოდაბერვის მქონე  8-ცილინდრიანი ურჩხული იყო, რომლის მოცულობაც 6.75 ლიტრს შეადგენდა. 420 ცხენის ძალა და გამაოგნებელი 881 ნიუტონი 2450-კილოგრამიან ავტომობილს 100-მდე 6 წამში აჩქარებდა. მიუხედავად ძრავის ძველი კონფიგურაციისა, იგი არ გამოირჩეოდა დიდი ბრუნვებით, 6.75-ლიტრიანი ძრავა თავისი ძალის მაქსიმუმს სულ რაღაც 2000-4500 ბრუნვის დიაპაზონში აღწევდა. R Mulliner-ი ჩვეულებრივი „კონტინენტალისგან“ გაბარიტებითაც განსხვავდებოდა, იგი დაახლოვებით 10 სმ-ით გრძელი იყო, რადგან უკანა სავარძლებზე განსათავსებლად მეტი ადგილი ყოფილიყო.

Used 2002 Bentley Continental R Le Mans 1 of 25 Widebody R For Sale (Sold)  | Private Collection Motors Inc Stock #B5951

აღნიშნული ავტომობილი სპორტული ხასიათის არ იყო. ის ძვირადღთირებული „იახტა“ იყო მდიდრებისთვის, რომლებიც ეკონომიას არაფერში აკეთებენ და ბოლომდე ტკბებიან ისეთი გრანდიოზული ავტომობილებით, როგორიც Bentley Continental R Mulliner-ია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები