ფეხბურთი, მერსედეს აიემჯი უანი, ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

ჰოლანდის ავტოკოლექციას ყველაზე უცნაური წევრი შეემატა | ფეხბურთელის £67 000-იანი შენაძენი

„მანჩესტერ-სიტის“ ვარსკვლავმა, ერლინგ ჰოლანდმა, გულშემატკივარი თავისი ახალი შენაძენით გააოცა — ნორვეგიელმა ფეხბურთელმა ამჯერად სპეციალური შეკვეთით დამზადებული ქარავანი შეიძინა, რომელშიც საკმაოდ მაღალი თანხაც, £67 000 გადაიხადა.

ინგლისური კლუბის ვარსკვლავს ძვირად ღირებული და იშვიათი სუპერქარების შთამბეჭდავი კოლექცია უკვე აქვს. მათ შორის, ცოტა ხნის წინ, ნორვეგიელის ავტოფარეხს პირველი F1-ძრავიანი სუპერქარი, Mercedes-AMG ONE შეიძინა. ასევე, მის კოლექციაშია მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი Maybach-ი, კერძოდ, შეზღუდული გამოშვების Maybach Virgil Abloh შემატა — მოდელი, რომელიც სულ 150 ერთეულად არსებობს.

ასევე დაგაინტერესებთ: ერლინგ ჰოლანდმა თავის ავტოკოლექციას იშვიათი Maybach-ი შემატა

თავისი ახალი შენაძენი კი, ჰოლანდმა საკუთარ YouTube-არხზე, „პროფესიონალი ფეხბურთელის ერთი დღე“, წარადგინა. ეს ქარავანი კი Supreme-ის მიერ ბრენდირებული Airstream-ია. ვიდეოს მსვლელობისას ფეხბურთელმა ქარავანი დეტალურად დაათვალიერა და მისი შეფასებაც ძალიან მოკლე იყო: „ეს ძალიან მაგარია.“

„მეგობრებო, რაღაც შევიძინე... ეს ჩემი საკუთარი ქარავანია და ის Supreme-ს მიერაა ბრენდირებული. ყველაფერი, რასაც ხედავთ, Supreme-ა და აშშ-ში შევიძინე“, — განაცხადა ჰოლანდმა ქარავანის წარდგენისას. ხოლო კითხვაზე, თუ სად აპირებს ამ ქარავნით მგზავრობას, ფეხბურთელმა მარტივი პასუხი გასცა: „სადმე და დავიძინებ“.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, Airstream-ის თანამედროვე ქარავნების ფასი ზოგიერთ შემთხვევაში $150 000-საც (£110 000) აჭარბებს. ხოლო ჰოლანდის შეზღუდული გამოშვების Supreme-ის მოდელი $90 000 დაჯდა. ქარავანს სპეციალური, ბრენდირებული გასაშლელი ტენტიც აქვს, რაც მოგზაურობებსაც, ალბათ, ბევრად მოსახერხებელს გახდის.

მსგავსი შენაძენები კი, ჰოლანდისთვის განსაკუთრებულ პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს. ის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და გამოცემების ცნობით, კვირაში დაახლოებით £500 000-ს გამოიმუშავებს. მისი შემოსავლები კი, როგორც დასაწყისშივე გითხარით, მის ავტოკოლექციაზეც აისახება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები