ერლინგ ჰოლანდმა თავის ავტოკოლექციას იშვიათი Maybach-ი შემატა
მანჩესტერ სიტის ვარსკვლავმა, ერლინგ ჰოლანდმა თავის ავტოკოლექციას შეზღუდული გამოშვების Maybach Virgil Abloh შემატა — მოდელი, რომელიც სულ 150 ერთეულად არსებობს.
მდიდრული სედანი Mercedes S-Class-ს ეფუძნება და მის სრულყოფაზე Maybach-თან ერთად, Louis Vuitton-ის აწ უკვე ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვირჯილ აბლომ იმუშავა. ავტომობილის გასაოცარი სალონი აბლომ 2021 წელს იშვიათი ტიპის სიმსივნით გარდაცვალებამდე შექმნა.
ასევე იხილეთ: ისტორიაში ყველაზე გრძელი ავტომობილები
ერლინგ ჰოლანდმა, რომელიც დიდი ავტომოყვარულია, შეძლო ამ უიშვიათესი მოდელის შეძენა და ჩეშირში მის საჭესთანაც გამოჩნდა. სუპერქარს უნიკალური, ორფეროვანი ექსტერიერი აქვს, რომელიც შავსა (Obsidian Black) და ქვიშისფერს აერთიანებს.
აბლოს ლოგოს ვხედავთ ცენტრალურ კონსოლზე, ბალიშებსა და კარის პანელებზე. სრული ამძრავი მაიბახი კაპოტის ქვეშ 6-ლიტრიან, 2-ტურბინიან V12 ძრავს მალავს, რომელსაც 250 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია და 100კმ/სთ-მდე 4.5 წამში ჩქარდება.
400 000 გირვანქა სტერლინგი ნამდვილად ძალიან დიდი თანხაა, თუმცა ნორვეგიელ ვარსკვლავს მის გადასახდელად ქამრის შემოჭერა არ დასჭირდებოდა — მანჩესტერ სიტის ფორვარდი კვირაში 500 000 გირვანქა სტერლინგს გამოიმუშავებს.
???? ????????????????????????????????: Erling Haaland has bought the ultra-rare Mercedes-Maybach S-Class Virgil Abloh Edition, worth around €460,000.
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) March 30, 2026
Only 150 exist worldwide, and it adds to a luxury car collection now valued at roughly €10M.
(Source: @TheSun) pic.twitter.com/1zgmfpxf2j
ჰოლანდის გასაოცარი ავტოკოლექცია მოიცავს ისეთ მოდელებს, როგორებიცაა F1-ის უსაფრთხოების მანქანა Aston Martin DBX 707, Rolls-Royce Cullinan, Porsche 911 GT3 და ა.შ.