პიკაპი, ბუნებრივი სტიქია, ტოიოტა, ტოიოტა კოროლა, ტოიოტა ჰაილუქსი
Aa
Aa

Toyota Hilux-ის ძალა | პიკაპი „უმცროს ძმას“ დინების გადალახვაში ეხმარება

სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ შედის ორი ავტომობილი წყალდიდობის შედეგად წარმოქმნილ ძლიერ ნაკადში. Toyota Hilux GR Sport-მა შექმნილ სიტუაციას თავი ბრწყინვალედ გაართვა და თავისი „უმცროსი ძმა“ წყლის მძვინვარე სტიქიისგან დაიცვა.

View this post on Instagram

A post shared by IGNITE MOTOS (@ignite.motos)

როდესაც იდეალურ საგზაო პირობებზე ვფიქრობთ, წყლით დაფარული გზა ამ სიაში ნამდვილად არ შედის. ზოგადად, წყალი და ავტომობილი ერთმანეთთან დიდად ვერ მეგობრობენ. იქნება ეს ნაპირზე გაჭედილი თუ წყალქვეშ მოხვედრილი ტრანსპორტი, წყალი ტექნიკას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.  ვიდეოში ჩანს, როგორ შედის Toyota Hilux GR Sport-ი სწრაფად მოძრავ წყლის ნაკადში, მის გვერდით კი Toyota Corolla Altis-ი გადაადგილდება. წყალდიდობის დარტყმას მთლიანად Hilux-ი იღებს საკუთარ თავზე, რის წყალობითაც მის გვერდით მყოფ მცირე ზომის სედანს წყლის ნაკადი თითქმის არ ეხება.

ასევე იხილეთ: როგორ გაანადგურეს სამოქალაქო პიკაპებმა მუამარ კადაფის ტანკები?

რა თქმა უნდა, მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარება და წყალდიდობის დროს რისკზე წასვლა არავისთვის არის რეკომენდებული, თუმცა თუ ავტომობილის მართვა სტიქიური უბედურების დროს მაინც მოგიწევთ, იმედია, ეს ავტომობილი იაპონური ავტომწარმოებლის ლეგენდარული მოდელი იქნება...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები